ფეხბურთი

17:45 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

27 წელი პირველი მატჩიდან

იმ დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამოს" სტადიონი ბოლომდე არა, მაგრამ თითქმის სავსე იყო. სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, თუმცა აქეთ გადავურჩით წაგებას - ბოლო წუთებზე იყო, გია გურულის თავური პასის შემდეგ, კახა კაჭარავამ თავურითვე რომ გაიტანა. მანამდე გურულმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა და 1:1 გახადა ანგარიში. ორჯერ ვაგებდით...

შემადგენლობას რაც შეეხება, არველაძეების, ქინქლაძისა და ჯამარაულის თაობა ამ დროს ჯერ ჭაბუკობის ასაკში იყო. შემადგენლობას ქვემოთ ნახავთ: კახა ცხადაძე, დიმიტრი კუდინოვი, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი, გოჩა გოგრიჭიანი - მათ საკმაო ხანს კიდევ ითამაშეს ნაკრებში...

ორი თვის დაწყებული იყო პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თბილისის "დინამომ" მეორე წრეში მოიპოვა უპირატესობა.

საქართველო - ლიტვა 2:2

საქართველო: ბალაძე, კეტაშვილი (კაპ), ცხადაძე (კაჭარავა 71), კუდინოვი, ფირცხალავა, ნადირაძე, ქეცბაია, რევიშვილი (თორღაშვილი 46), კორღალიძე (ბიგვავა 46), გურული, ფანცულაია (გოგრიჭიანი 46)

ლიტვა: მარტინკენასი (კონციავიჩუსი 86), ბუზმაკოვსი, ნარუშევიჩიუსი, მაჟეიკისი, იანონისი (კაპ) (ბალტუშნიკასი 17), ტაუტკუსი, ჩირგჟა, ივანაუსკასი, ფრიდრიკასი, სუკრისტოვი, ნარბეკოვასი

გოლები: 0:1 ნარბეკოვასი (12), 1:1 გურული (62), 1:2 ბალტუშნიკასი (67), 2:2 კაჭარავა (81)

მსაჯი: მევლუდ მიმინოშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119745