ფეხბურთი

16:11 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სეზონის გუნდი

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ევროპა ლიგის სეზონის გუნდი შეადგინეს, რომელიც 18 ფეხბურთელით დაკომპლექტდა. სიმბოლურ ნაკრებში 8 მოთამაშე ტურნირის გამარჯვებული “მანჩესტერ იუნაიტედიდანაა”, ხოლო ფინალისტი “აიაქსი” 3 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სეზონის გუნდში მოხვდნენ:

მეკარეები: სერხიო ალვარესი (სელტა), სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი);

მცველები: ერიკ ბაიი (მანჩესტერ იუნაიტედი), გუსტავო კაბრალი (სელტა), ჟერემი მორელი (ლიონი), მატეის დე ლიხტი (აიაქსი), დეილი ბლინდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი);

ნახევარმცველები: პაბლო ერნანდესი (სელტა), ანდერ ერერა (მანჩესტერ იუნაიტედი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), იური ტელემანსი (ანდერლეხტი), კორანტენ ტოლისო (ლიონი), ჰენრიხ მხითარიანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ამინ იუნესი (აიაქსი);

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი), ალეკსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ბერტრან ტრაორე (აიაქსი).

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსი” 2:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტურნირი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129545