ფეხბურთი

13:03 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ესპანეთის საგადასახადო სამსახური სპორტსმენების ფინანსური საქმიანობის კვლევას განაგრძობს. ამჟამად ყველაზე აქტუალური კრიშტიანუ რონალდუს საკითხია, რომელსაც ფინანსური სქემების გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

Marca-ს ინფორმაციით, ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ მადრიდის “რეალის” ფორვარდის მიმართ საგადასახადო სამსახურის ბრალდებას მხარი დაუჭირა. მათი მონაცემებით, პორტუგალიელი ფეხბურთელი, 2011 წლიდან მოყოლებული საგადასახადო სამსახურს ყოველწლიურად დიდი ოდენობით თანხას უმალავდა, რის საფუძველზეც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

თუკი რონალდუს ბრალი დაუმტკიცდება, სასჯელად 5-წლიან პატიმრობას შეუფარდებენ. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო შემამსუბუქებელ გარემოებებზეც საუბრობს - ასეთად, თავად ფეხბურთელის აღიარება და დაფარული თანხის სრულად გადახდა სახელდება. ამ შემთხვევაში სასჯელი შეიძლება 15 თვემდე შემცირდეს და კრიშტიანუც პატიმრობას გადაურჩება, რადგან ესპანური კანონმდებლობით, ორ წლამდე პატიმრობამისჯილნი სასჯელს ციხეში არ იხდიან.

პორტუგალიელი ვარსკვლავი ამბობს, რომ ამ ბრალდებით გაოცებულია, თუმცა ჯერჯერობით სხვა კომენტარისგან თავს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112492