თამაშგარე

11:14 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნიმ კაზინოში უზარმაზარი თანხა წააგო

ამჟამად უეინ რუნი, “მანჩესტერ იუნაიტედის” სხვა ფეხბურთელების მსგავსად ალბათ ნამეტნავად გახარებულია, რადგან მისმა გუნდმა სეუ ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის გამარჯვებულის წოდება მოიპოვა. თუმცა, დაახლოებთ ერთი კვირის წინ რუნი, შესაძლოა, სულ სხვაგვარ გუნებაზედ იყო.

თვითმხილველები იძახიან, რომ მათ დაინახეს, უეინ რუნი როგორ შებოდიალდა მანჩესტერის ერთ-ერთ ფეშენებელურ კაზინოშო , სადაც ე. წ. რუსულ რულეტზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ითამაშა და საშინელი ოდენობის თანხა – 500 არასი გირვანქა სტერლინგ წააგო!

იმ მომენტში მისი მეუღლე, ტელეწამყვანი და ცნობილი კაპარჩხანა კოლინ რუნი შვედეთში იმყოფებოდა შვილთან ერთად და უეინმა, როგორც ჩანს, შემთხვევით ისარგებლა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კაზინოში ფულის წაგების შემდეგ პუტკუნა ინგლისელი თავდამსხმელი ლუდით გამოსკდა და ომახიანი სიმღერაც დააგუგუნა. 500 ათას გირვანქა სტერლინგს რომ წააგებ, შეშლილი უეინ რუნი უნდა იყო, კიდევ რომ გემღერებოდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166554