ფეხბურთი

22:10 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ანდერლეხტის" ყოფილი ნახევარმცველი იური ტილემანსი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკომ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ტილემანსი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2015 წელს გამოიძახეს და დებიუტი 2016 წლის ნოემბერში ჰოლანდიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. 2016/17 წლების სეზონში იურიმ 53 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125616