ავტოსპორტი

19:12 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

FA CUP-ის ფინალი,  ტოპ 14-ის ნახევარფინალური ეტაპი და F1 მხოლოდ სეტანტაზე!

ამ უქმეებზე Setanta Sports Georgia თავის ერთგულ მაყურებელს ბევრ საინტერესო სპორტული აქტივობას სთავაზობს.

27 მაისს, 20:30 საათზე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი შეხვდება: „არსენალი“ – „ჩელსი“. ზემოთხსენებული ფინალის ხილვა მაყურებელს „Setanta Georgia +”-ის ეთერში შეუძლია. „ლონდონურ დერბის“ დიმა ობოლაძე გაუძღვება.

ფეხბურთთან ერთად, რაგბის ერთგულ მაყურებელს Setanta SportsGeorgia საფრანგეთის Top 14-ის ნახევარ ფინალური ეტაპის დაპირისპირებებს სთვაზობს.

26 მაისს, 23:00 საათზე „ლაროშელი“ „ტულონს“ ტოპ 14-ის 1/2 ფინალში მიიღებს. როგორც იცით, ორივე გუნდის რიგებში ჩვენი რამდენიმე ბორჯღალოსანი ირიცხება. „ლაროშელის“ ღირსებას 26 მაისს ლექსო კაულაშვილი დაიცავს, რომელსაც დაპირისპირება მამუკა გორგოძის, შალვა მამუკაშვილისა და ბადრი ალხაზიშვილის „ტულონთან“ მოუწევს.

რაც შეეხება მეორე ნახევარ ფინალურ დაპირისპირებას, ის 27 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. დავითზირაქიშვილისადავიქტორკოლელიშვილის "კლერმონი" "რასინგთან" გაარკვევს საუკეთესოს ვინაობას.ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Georgia შემოგთავაზებთ.

27 მაისს, 16:00 საათზე F1-ის ერთგულ მაყურებელს მონაკოს გრან პრის ხილვის საშუალებაც ეძლება. ამასთან ერთად 28 მაისს, 21:00 საათზე არც UFC-ის გულშემატკივარი დარჩება ნაწყენი. ისინი გუსტაფსონისა და ტეიშეირას დაძაბულ ორთაბრძოლას იხილავენ. ორივე სპორტული აქტივობა „Setanta Georgia +“-ის ეთერში გავა.

სად შეიძლება Setanta Georgia-ს ყურება?

Setanta Georgia-ს არხების ყურება შეგიძლიათ მაგთის IP ტელევიზიაზე (312 და 313 არხები, ყოფილი კავკასუსი), მაგთისატზე (310 და 311 არხი), გლობალ TV-ზე და მე-7 არხის საკაბელო ტელევიზიაზე, CGC-ს საკაბელო ტელევიზიასა და ახლა უკვე Myvideo TV BOX-ზეც.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Setanta Georgia-ს ფეისბუქის გვერდს.

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110814