ფეხბურთი

18:18 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მესის განაჩენი ძალაში დატოვა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის ივლისში ლიონელ მესისთვის გამოტანილი 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. "ბარსელონას" თავდამსხმელი და მამამისი ხორხე გადასახადების დამალვისთვის დასაჯეს. მამა-შვილმა ესპანეთის ბიუჯეტში 4.1 მილიონი ევრო არ შეიტანეს.

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის სასჯელი 15 თვემდე შემცირდა, რადგან ხორხე გადასახადების გარკვეულ ნაწილს იხდიდა. ლიონელ მესიმ გასულ წელს უკვე განაცხადა, რომ მას მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებს და ფინანსურ საკითხებში ჩახედული არ იყო, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.

ესპანური კანონმდებლობით 2 წლამდე პატიმრობაში მყოფი ადამიანი სასჯელს ციხეში არ იხდის, შესაბამისად ლიონელი და მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოათავსეს. მესის აგრეთვე ჯარიმის სახით 2.1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129987