კალათბურთი

10:50 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი საუკეთესო სამეულში მოხვდა

ესპანეთი საკალათბურთო ჩემპიონატის 2016/17 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “რეალის” გამთამაშებელი სერხიო ლული დაასახელეს, მეორე ადგილი ედვინ ჯექსონმა დაიკავა, ხოლო მესამეზე გიორგი შერმადინი გავიდა.

მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა გიოს მეორე ადგილი მიაკუთვნეს, მაგრამ შერმადინს მასმედიის წარმომადგენლებმა და ქომაგებმა ნაკლები ქულა დაუწერეს. „ანდორა მორაბანკის“ ქართველ ცენტრს სულ 35 ქულა დაუგროვდა, ჯექსონს 45, ხოლო სერხიო ლულმა მაქსიმალური - 100 ქულა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სერხიო ლული, წელს ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147361