სხვა

0:20 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავერსი და ოლიმპიური კომიტეტი თანამშრომლობას აგრძელებენ

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის" დამფუძნებელმა, ქართული სპორტის დიდმა გულშემატკივარმა პაატა კურტანიძემ და „ავერსის" კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა" აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება ავერსის კლინიკაში და უსასყიდლოდ გადაეცეთ მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.

ხელშეკრულების დადების ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები კახი კახიაშვილი, ვაჟა კაჭარავა, შოთა ხაბარელი, გელა კეტაშვილი. ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი ლუკა კურტანიძე, ფედერაციის წარმომადგენლები და მოქმედი სპორტსმენები, მათ შორის ოლიმპიური ნაკრების წევრები.

შეხვედრის დასასრულს ვეტერანმა ოლიმპიელებმა და ეროვნული ნაკრების წევრებმა საქველმოქმედო ფონდ „ავერსს" და ოლიმპიურ კომიტეტს დიდი მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნეს, რომ მათთვის ამ პროგრამის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

www.geonoc.org.ge

0.113601