კალათბურთი

18:49 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია მადრიდის “რეალში” გადადის

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია მადრიდის “რეალში” ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხელშეკრულება ოფიციალურად ზაფხულში გაფორმდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” შენგელიას ანდრე ნოჩიონის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც კარიერას ასრულებს.

შენგელია “ბრუკლინში”, “ჩიკაგოში” და ბოლოს “ბასკონიაში” თამაშობდა. წლევანდელ სეზონში თოკო ყველა ტურნირზე ერთად საშუალოდ ერთ შეხვედრაში 10.4 ქულას, 4.1 მოხსნა და 1.4 პასს აკეთებდა.

0.115544