ჩოგბურთი

17:55 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა სეპის ბარიერი დაძლია

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის მიმდინარე ტურნირის 1/8-ფინალში გამოცდილი იტალიელი ჩოგბურთელი ანდრეა სეპი 6:4, 6:4 დაამარცხა. ნიკას შეხვედრის მოსაგებად საათი და 18 წუთი დასჭირა.

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ნიკ კირგიოსსა და ნიკოლას კიკერს შორის გამარჯვებული იქნება.

ნიკამ მეოთხედფინალში გასვლით უკვე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.119308