თამაშგარე

16:15 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შალანამ ნეიმართან ძველი ტრფობა გაიხსენა

ბევრი მითქმა-მოთქმისა და ჭორების დახვავების შემდეგ, როგორც იქნა, ბრაზილიელი მოდელი, შალანა სანტანა გამოტყდა, რომ თანამემამულე ფეხბურთელთან - ნეიმართან მცირეხნიანი რომანი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საქმე არ გასერიოზულებულა და მხოლოდ ერთი-ორი სექსით შემოიფარგლა.

ნეიმარის მექალთანეობა საქვეყნოდაა ცნობილი და მისმა ოფიციალურმა თუ ნაკლებად ოფიციალურმა გულისსწორებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს ბიჭი ერთ ქალთან უბრალოდ ვერ ძლებდა და არც ისაა გასაკვირი, რომ შალანა სანტანასნაირ დიდებულ ქალზე უარს იტყოდა.

თავად შალანა პოპულარობით წლებია ბრაზილიელ საუკეთესო და სექსუალურ მოდელთა ოცეულს არასოდეს გასცდენია და ერთ-ერთი მათთაგანია, რომელზედაც მთელი ლათინური ამერიკა აბოდებს და გმინავს. ამის მიზეზებს ამ შესანიშნავი ქალბატონის ფოტოებითაც მიხვდებით.

0.134015