ფეხბურთი

12:56 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუ” მთავარი მწვრთნელის გარეშე

პორტუგალიის საფეხბურთო კლუბი “პორტუ” მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა. O Jogo-ს ინფორმაციით, ნუნუ ესპირიტუ სანტუსთან კონტრაქტი ვადაზე ერთი წლით ადრე შეწყდა, რადგან მისი მუშაობით კლუბის მესვეურები კმაყოფილნი არ დარჩნენ.

ესპირიტუ სანტუმ “პორტუ” 2016 წლის ზაფხულში ორწლიანი კონტრაქტით ჩაიბარა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც “იუვენტუსთან” დამარცხდა. თუმცა, პორტუგალიის ჩემპიონატში წარუმატებლად გამოიყვანა გუნდი, რადგან ჩემპიონი “ბენფიკა” გახდა და “დრაკონები” მეორე ადგილს დასჯერდნენ.

ჯერჯერობით ცნობილი არაა ვინ იქნება “პორტუს” ახალი მთავარი მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11272