კალათბურთი

10:46 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია!

ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა მოიპოვა.

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “სან ანტონიო” 129:115 დაამარცხა (VIDEO). სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია.

“გოლდენ სტეიტი” ნბა-ს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც სუპერფინალში ისე გავიდა, რომ ერთი შეხვედრაც არ წაუგია. ფაჩულიას გუნდმა სერია მშრალზე 4:0 “პორტლენს”, “იუტას” და “სან ანტონიოს” მოუგო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ, ტეხასელები კი მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. კევინ დურანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 12 მოხსნა. “სან ანტონიოში” 20 ქულით ანდერსონი გამოირჩა.

სუპერფინალში “გოლდენ სტეიტის” მეტოქე “კლივლენდი” – “ბოსტონის” დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება, “კავალიერსი” სერიას 2:1 იგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113615