ჭიდაობა

15:11 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეების 4 მედალი ანთალიიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ანთალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2-2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (120 კგ) ფინალში დამარცხდნენ და მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ზაურ ბერაძე (84 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) კი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში გელა საღირაშვილმა ჩაიყვანა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 12 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134025