ფეხბურთი

15:30 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა პრემიერლიგაში საუკეთესოა

ინგლისის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მეკარის ტიტული “ჩელსის” კიპერს ტიბო კურტუას ერგო. ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალური ტვიტერის გვერდი იტყობინება.

“ლურჯებმა” მიმდინარე სეზონში 30 მატჩი მოიგეს, აქედან 16 შეხვედრაში ბელგიელმა კარი მშრალად შეინახა.

ერთი მატჩით ნაკლები მშრალი სერია ჰქონდა “ტოტენჰემის” მეკარე უგო ლორისს, რომელიც ბოლო ტურამდე იბრძოდა ოქროს ხელთათმანის მისაღებად. 14 – დავიდ დე ხეას (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და ასევე ფრეიზერ ფორსტერს (“საუთჰემპტონი”).

აქამდე 25 წლის მეკარეს 2-ჯერ აქვს მოგებული საუკეთესო მეკარის ტიტული ბელგიის ჩემპიონატში და 2-ჯერ მოიგო ტროფეო სამორა “ატლეტიკოში” თამაშის დროს.

0.112908