თამაშგარე

21:50 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენი ქალების ჩაცმულობა ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ირი გადარეული და უცნაური კაცი რომ იყო ეს მთელმა მსოფლიომ იცის და მისგან არც სისასტიკე უკვირს ვინმეს, მაგრამ ამ კაცის ახირებები სპორტსაც ასე ძალუმად თუ გადასწვდებოდა, შეიძლება ბევრს ვერ წარმოედგინა, რადგან ჩვენი წარმოდგენები დიქტატორებს სულაც არ ანაღვლებთ.

ერთი სიტყვით, კორეის ხელისუფლების უშუალო ინიციატივით, კორეელი სპორტსმენი ქალებისათვის სპორტული ამუნიციის სტანდარტები განისაზღვრა და ამიერიდან ზუსტადაა გაწერილი როგორი სიგრძის კაბებს, როგორი სიფართის შარვლებს, ზედატანებსა თუ აზღუდებს ჩაიცმევენ კორეელი სპორტსმენი ქალები.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამას მორალური ღირებულებების დაცვის სურვილით ხსნის და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ღრმად დეკოლტირებული და მოკლე კაბებში გამოწყობილი სპორტსმენი ქალები, რადგან ეს კორეელთა ტრადიციებს შეურაცხყოფს. თუკი სხვა ქვეყნები ასეთ შეზღუდვებამდე რელიგიური მოტივებით მიდიან, ჩრდილოეთ კორეა სრულიად უნიკალური შემთხვევაა და ღიად ათეისტური სახელმწიფოსგან ასეთ ნაბიჯებს ბევრი ალბათ არ მოელოდა. დიქტატორებს რას გავუგებთ ჩვენ?...

0.125507