ჭიდაობა

11:49 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტების 9 მედალი ევროპული ხალიჩიდან

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატი 9 მედლით ჩაამთავრა. სამდღიანი ევროპირველობის დასკვნით დღეს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები სპორტულ სამბოში ქალთა და მამაკაცთა სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ხალიჩაზე 6 ქართველი სამბისტი გავიდა და 4-მა მათგანმა მედალი მოიპოვა.

ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ ფინალში იჭიდავა – უკრაინელ ანასტასია საპსაისთან დამარცხდა და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა.

ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ), ნიკო კუციამ (82 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სულ 14 სპორტსმენით (9 კაცი, 5 ქალი) გამოვიდა. ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) ფინალში დამარცხდნენ. ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116037