ისტორია

8:11 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

22 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987 – დაიბადა ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი. 2008, 2011, 2012, 2013 და 2015 წლებში მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობა. 2011 და 2014 წლებში მოიგო უიმბლდონი, 2011-ში კი აშშ-ის ღია პირველობა. 2007-სა და 2010-ში აშშ-ს ღია პირველობის ფინალში იასპარეზა. ნათამაშები აქვს “როლან გაროსის” ფინალში (2012). ერთეულთა თანრიგში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2008, 2012, 2013 და 2014 წლებში მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. დევისის თასის მფლობელი (2010). მსოფლიო რეიტინგში ამჟამად პირველ ადგილზეა. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 78 მილიონ 868 695 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892 - შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში პირველი საფეხბურთო შეხვედრა ჩატარდა. ეს დღე შვეციის ფეხბურთის დაბადების დღედ ითვლება.

1906 - ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

1936 - შედგა საკავშირო ჩემპიონატის პირველი მატჩი ფეხბურთში. ლენინგრადის “დინამომ” მოსკოვის “ლოკომოტივს” 3:1 მოუგო.

1963 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ლონდონის “უემბლიზე” იტალიის “მილანმა,” 45 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ლისაბონის “ბენფიკას” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან გოლები ალტაფინიმ (2) გაიტანა, ხოლო პორტუგალიელთაგან _ ეუსებიომ. “მილანი” (გუნდს ნერეო როკო წვრთნიდა): გეცი, დავიდი, მალდინი, ტრები, ბენიტესი, ტრაპატონი, პივატელი, სანი, ალტაფინი, რივერა, მორი. “ბენფიკა” (გუნდს ბელა გუტმანი წვრთნიდა): კოშტა პერეირა, კავემი, კრუზი, უმბერტო, რაული, კოლუნა, სანტანა, აუგუსტო, ტორესი, ეუსებიო, სიმოეში.

1985 - UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ მატჩში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუზე,” 90 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, უნგრეთის “ვიდეოტონთან” 0:1 წააგო, მაგრამ პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული და საპატიო პრიზს დაეუფლა. “რეალი”: მიგელ ანხელი, ჩენდო, სანჩისი, შტილიკე, კამაჩო, სან ხოსე, მიჩელი, გალიეგო, ბუტრაგენიო, სანტილიანა, ვალდანო (ხუანიტო). “ვიდეოტონი”: პ. დისტლი, ჩუნაი, ლ. დისტლი, ვეგი, ჰორვატი, ბურშა, ჩონგრადი (ვიტმანი), ვადაში, საბო, მაიერი, ნოვატი (პალკოვიჩი).

1991 - UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ მატჩში, მილანის “ინტერმა” რომის “ოლიმპიკოზე,” 71 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “რომასთან” 0:1 წააგო, მაგრამ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული და საპატიო პრიზს დაეუფლა. რომაელთაგან გოლი რუჯერიო რიციტელიმ გაიტანა. “რომა”: ჩერვონე, ტემპესტილი (სალსანო), ვეროლინი, ბერტოლდი, ალდაირი, ნელა, დეზიდერი (მუცი) დი მაურო, ჯანდინი, ფიოლერი, რიციტელი. “ინტერი”: ძენგა, ბრემე, ბერგომი, ბატისტინი, ფერი, პაგანინი, ბანკი, ბერტი, მათეუსი, კლინსმანი, პიცი (მარდოლინო).

1991 - დაარსდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტად ოლიმპიური, მსოფლიოს ოთხგზისა და საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, რომან რურუა აირჩიეს. ამჟამად ბერძნულ-რომაული და თავისუფალის სტილით ჭიდაობების გაერთიანებულ ფედერაციას, კახა გეწაძე ხელმძღვანელობს.

2005 - შოტლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, გლაზგოს “რეინჯერსმა” “ჰიბერნიანს” 1:0 მოუგო (გოლი ნაჩო ნოვომ გაიტანა) და ოქროს მედლებს დაეუფლა. იმხანად “რეინჯერსის” ღირსებას შოთა არველაძე და ზურა ხიზანიშვილი იცავდნენ.

2005 - სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, WBO-ს ჩემპიონმა, ამერიკელმა ლეიმონ ბრიუსტერმა პოლონელი ენდრიუ გოლოტა პირველივე რაუნდის 53-ე წამზე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ამ მცირე პერიოდში ამერიკელმა პოლონელის რინგზე დაგდება სამჯერ მოახერხა.

2010 - მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის “ინტერმა” მიუნხენის “ბაიერნს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი დიეგო მილიტომ გაიტანა. შეხვედრას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. “ინტერს” პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. იგი ერნსტ ჰაპელისა და ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ, მესამე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ორ გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა (თასი).

2011 - საქართველოს საფეხბურთო ეროვნული პირველობის დასკვნით ტურში “ზესტაფონმა” “ვიტ ჯორჯიას” 4:0 სძლია და პირველად გახდა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი. ზესტაფონელებმა 78 ქულა დააგროვეს და 6 ქულით გაასწრეს თბილისის “დინამოს”. თბილისელებმა ბოლო ტურში ქუთაისის “ტორპედოსთან” 1:2 წააგეს.

2012 - სამბოში მოსკოვი ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 2 ოქრო - უშანგი კუზანაშვილი, ნოდარმეტრეველი; 4 ვერცხლი - გენადი ჩირგაძე, ლევან ნახუცრიშვილი, ბესარიონ ბერულაშვილი, ირინალეონიძედა 2 ბრინჯაო - მირიან პავლიაშვილი, შორენა შარაძე - მოიპოვეს.

2012 - სამბოს ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ოლეგ იაძე აირჩიეს.

2013 - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში თბილისისდინამომსაჩხერისჩიხურა” 3:1 დაამარცხა და ისტორიაში მეათედ მოიპივა პრესტიჟული პრიზი. “დინამომმოპოვებულჩემპიონობასთასიც დაამატა და დუბლი შეასრულა.

ამ დღეს დაიბადნენ

1881 - კოლინ ვიტჩი. გასული საუკუნის დასაწყისში ინგლიური ფეხბურთის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი. 1911-18 წლებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პირველი პირი გახლდათ.

1937 - ვიქტორ პონედელნიკი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და როსტოვის ასკ-ს ცენტრფორვარდი. 1960 წელს, ევროპის თასის გათამაშების ფინალში, მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა. პონედელნიკმა მიხეილ მესხის მიერ ჩაწოდებული ბურთი გამოიყენა და იუგოსლავიელებთან პაექრობაში საბჭოთა კავშირს გამარჯვება მოაპოვებინა. ევროპის 1964 წლის პირველობის ფინალისტი. საკავშირო ნაკრების 30 მატჩში გაიტანა 21 გოლი. საკლუბო დონეზე თამაშობდა როსტოვის სკა-ში. იყო გუნდის კაპიტანი. მოპოვებული აქვს საკავშირო პირველობის ვერცხლის მედალი.

1938 - იოჰან ბუცეკი. ავსტრიის ნაკრებისა და ვენის “რაპიდის” ფორვარდი. ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი. ორჯერ გახდა ავსტრიელთა პირველობის საუკეთესო გოლეადორი. ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ავსტრიის ნაკრების 42 მატჩში გაიტანა 10 გოლი.

1946 - ჯორჯ ბესტი. ჩრდილოეთ ირლანდიის და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი. ევროპის 1968 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. 1968 წლის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. 1965 და 1967 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1968 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯორჯ ბესტი მანჩესტერელთა ღირსებას 1963-74 წლებში იცავდა. გარდა ამისა, თამაშობდა “დანსტებლ თაუნში,” “სტოკპორტ ქაუნთიში,” “კორკ სელტიკში,” “ლოს ანჯელეს აცტეკსში,” “ფულემში,” “ფორტ ლოდერდეილ სტრიკერსში,” “ბორნმუთში”, “ჰიბერნიანში,” “სან ხოსე ეარქვეიქსში,” “ბრისბეინ ლაიონსში,” “ტობერმოურ იუნაიტედში”. საკლუბო დონეზე ჩაატარა 626 მატჩი, გაიტანა 240 გოლი. ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ 37 მატჩში, 9 გოლი გაიტანა. ბესტი 58 წლის ასაკში, 2005 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

1948 - ფლორიან დუმიტრაკე. 1960-70-იან წლებში რუმინეთის ნაკრების ფორვარდი. 1968 და 1969 წლებში დაასახელეს რუმინეთის საუკეთესო ფეხბურთელად. რუმინეთის ჩემპიონი (1968). 1969 და 1970 წლებში გახდა რუმინელთა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩში.

1952 - ვალდემარ ვიქტორინო. ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “ნასიონალის” ფორვარდი. 1980 წელს მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები.

1959 - დევიდ ბლატი. ებრაული წარმოშობის ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა ისრაელის ნაკრებს და სტამბოლის “ეფეს პილსენს”. ამჟამად რუსეთის ნაკრების მწვრთნელია. ბლატის ხელმძღვანელობით რუსები 2007 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

1967 - გუნდარს ვეტრა. საბჭოთა კავშირისა და ლატვიის ნაკრებების კალათბურთელი. 1992-93 წლებში გამოდიოდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მინესოტა თიმბერვულვზში”.

1970 - ჟილემ ვარმიუზი. საფრანგეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბების, “ლანსის,” ლონდონის “არსენალის,” დორტმუნდის “ბორუსიასა” და “მონაკოს” გოლკიპერი. ლანსელთა ღირსებას 1992-2003 წლებში იცავდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 351 შეხვედრა ჩაატარა.

1975 - სალვა ბალესტა. სანტანდერის “რასინგის”, “ვალენსიას,” “ბოლტონისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი. პრიმერა დივიზიონის 1999-2000 წლების გათამაშებაში გაიტანა 27 გოლი (“რასინგის” რიგებში). მომდევნო სეზონი “ატლეტიკოში” გაატარა და 21 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი.

1975 - დიორდ კიში. უნგრეთის ნაკრების და “ფერენცვაროშის” ფეხბურთელი.

1976 - მარკო ვერონეზე. “კიევოს” და “ვიჩენცას” ფეხბურთელი.

1981 - იურგენ მელცერი. ავსტრიელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს 4 ტურნირი. სადღეისოდ მსოფლიო კლასიფიკაციაში მეცხრამეტე ადგილი უკავია. კარიერის განმავლობაში ჰონორარის სახით აღებული აქვს 2 მილიონ 300 ათასი დოლარი.

1987 - ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი. 2008, 2011, 2012, 2013 და 2015 წლებში მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობა. 2011 და 2014 წლებში მოიგო უიმბლდონი, 2011-ში კი აშშ-ის ღია პირველობა. 2007-სა და 2010-ში აშშ-ს ღია პირველობის ფინალში იასპარეზა. ნათამაშები აქვს “როლან გაროსის” ფინალში (2012). ერთეულთა თანრიგში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2008, 2012, 2013 და 2014 წლებში მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. დევისის თასის მფლობელი (2010). მსოფლიო რეიტინგში ამჟამად პირველ ადგილზეა. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 78 მილიონ 868 695 დოლარი.

0.106389