ფეხბურთი

0:50 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “მომავალ სეზონს ბევრად ძლიერები დავუბრუნდებით”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სეზონის დასკვნითი ტურის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს აუცილებლად მოგება მართებს, რათა მე-3 ადგილი გაინაღდოს.

“ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, საბოლოოწერტილი უნდა დავუსვათ მე-3 ადგილის დაკავებას. ამისთვის აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ზეწოლა აუცილებლად იქნება, რადგან წაგების შემთხვევაში “ლივერპულს” და “არსენალს” შანსი გაუჩნდებათ, ცხრილში ჩვენი ადგილი დაიკავონ. მოხარული ვარ, რომ ვმუშაობ ამ გუნდში, და ვეცდები, მომავალი სეზონში ბევრად ძლიერებივიყოთ”, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ 37 ტურის შემდეგ “ქალაქელები” 75 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან და მათ 2 ქულით ჩამორჩება “ლივერპული”, ხოლო “მეთოფეებს” 72 ქულა აქვთ.

0.113299