ფეხბურთი

10:00 | 19.05.2017 | ნანახია 3328 - ჯერ

ლევან ყენია: "იმედია ხალხი სტადიონისკენ მობრუნდება"

საქართველოში ლევან ყენიას დაბრუნება ბოლო დღეების მთავარი თემაა ქართულ ფეხბურთში. 26 წლის ფეხბურთელმა მშობლიურ თბილისის „ლოკომოტივთან“ 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყენიამ WORLDSPORT.GE -სთან აღნიშნული ტრანსფერის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ტრავმას ისევ მკურნალობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე საუკეთესო კონდიციებში შესვლას და „რკინიგზელთა“ დახმარებას შეძლებს.

„ლოკომოტივში“ დაბრუნებით უცნაური, მაგრამ სასიამოვნო გრძნობა მაქვს. იმედია, მალე შევძლებ გუნდის დახმარებას. ამჟამად ისევ ტრავმა მაწუხებს და როგორც ექიმები მეუბნებიან, ერთ თვეში თამაში უნდა შევძლო.

ახლა ცუდი პერიოდი მაქვს და გუნდი გვერდში დამიდგა, ამას ძალიან ვაფასებ და მინდა გამოჯანმრთელების შემდეგ „ლოკომოტივს“ მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ეროვნული ლიგის დონეს რაც შეეხება, ჯერ არ მითამაშია, მაგრამ, რასაც ვხედავ, თანაბარი დონის გუნდები თამაშობენ, დაძაბულობაც მეტია და კარგია, რომ მატჩების ტრანსლირება ხდება. ვფიქრობ, დონემ ოდნავ აიწია და იმედია, სტადიონზე მაყურებელიც ნელ-ნელა დაბრუნდება“, - გვითხრა ყენიამ.

შეგახსენებთ, ლევან ყენია „ლოკომოტივის“ აღზრდილია და გუნდი 2007 წელს დატოვა, როდესაც გელზენკირხენის „შალკეში“ ჩაირიცხა. იქედან მოყლებული 10 წელი გავიდა, მაგრამ ნიჭიერმა ქართველმა ხშირი ტრავმების გამო ისეთ დონეზე ვერ ითამაშა, რასაც მისგან ველოდით.

ლოკომოტივი   5 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   5 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:46 | 20.05.2017
SaqartveloRuseti (30)

ხალხი სტადიონისკენ მაშინ მობრუნდება როცა პურის ფული ექნება ხალხს. მშიერ კაცს რა ეფეხბურთება? სანამ ვიყავით რუსეთთან და კარგი ცხოვრება გვქონდა, კი დავდიოდით ფეხბურთზე.

18:35 | 19.05.2017
besika (32)

ყველას მოგესალმებით! მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი დავწერო, მე მაგალითად ტრაბახობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ შემიძლია სახლში ტელევიზორით მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატებს რომ ვუყურო, მაგრამ არ ვუყურებ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს, მაგრამ მაინტერესებს და ვუყურებ ჩვენს ჩემპიონატს, მიუხედავად იმისა რომ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს. აქ ერთი ქართველი მეგობარი მყავს და დამცინის და მეუბნება რა გაყურებიებს ჩვენს კოლხოზნიკებზეო? კაცია და გუნება მეთქი ვეუბნები, მე მაგალითად ესპანეთის, ინგლისის, იტალიის და სხვა ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატების ყურებას მირჩევნია საქართველოს ჩემპიონატს რომ ვუყურო მეთქი ან იმ უცხო ქვეყნის გუნდებს ვუქომაგო სადაც ერთი ან მეტი ქართველი თამაშობს. რაც შეეხება ყენიას დაბრუნებას და საერთოდ ქართველი ლეგიონერების დაბრუნებას საქართველოს ჩემპიონატში, რა თქმა უნდა ეს კარგია და მე პირადად მივესალმები, რადგან მათ შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ ცოტათი მაინც საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებაში და შეიძლება ხალხის დაბრუნებას სტადიონებზე შეუწყონ ხელი, მაგრამ მე არ მომწონს როცა ჩვენი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდებიან ძირითადად ფორმის აღსადგენად, როგორც კი ოდნავ ფორმაში შედიან უცებ გარბიან, თუნდაც მათე ვაწაძეს და ნუკრი რევიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ. ჩვენ თუ არ დავაფასეთ ჩვენი ჩემპიონატი და არ ავამაღლეთ მისი დონე, სხვა ვინ იზამს ამას?

13:50 | 20.05.2017
SaqartveloRuseti (30)

ასპროცენტიანი ხარ ჯაგარ! პე@@რასტებზე რა მაგულშემატკივრებს, მაგათ ვუყურებ ზოგჯერ რო აზრზე ვიყო ვისზე დავდო, თორე დდშვც ყველა უცხოელი ფეხბურთელის და საერთოდ ყველა უცხოელის. გაუმარჯოს თბილისის დინამოს! Да здравствует Московский Спартак!

15:40 | 19.05.2017
samtrediel (7576)

რაჭა მამარდაშვილი წონიანი ფილოსოფოსი იყო, მაგრამ ცხოვრებაში "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს" პოზიციაზე იდგა. რომელ თანაგძრნობაზე უნდა ილაპარაკო, როცა შენს ქვეყანაში ხალხი საბჭოთა მარწუხებისგან გათავისუფლებას ლამობს და ამ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერს ევროპაში ცრუ ხმებს უვრცელებ. პარიზში გამოქვეყნდა მაგის ინტერვიუ იმ დროს, თითქოს გამსახურდია ოსებს და აფხაზებს ავიწროებდა. არადა არსად მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია კაცს, ვერცერთ საარქივო ჩანაწერში ვერ ნახავთ ამას. ასეა, მამა რუსეთში რომ ხარ ნასვამ-ნაკვები გინდა არ გინდა იმათ პროპაგანდას აწვები მერე.

15:44 | 19.05.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6564)

ჰოდა თავის თავსაც გულისხმობდა იმ ქართველებში. ეგაა ფილოსოფოსობა DDDDDDDDD

15:53 | 19.05.2017
samtrediel (7576)

DDDDDD

15:27 | 19.05.2017
samtrediel (7576)

Nikala იმაში გეთანხმები, რომ ლანძღვის და კბენის ობიექტი არ უნდა იყოს ასეთ დროს. მაგრამ შენ მართლა გგონია რომ უკეთესი ვარიანტებიც ქონდა და მაინცდმაინც აქ არჩია დაბრუნება? სისულელეა მეგობარო. არავის არ უნდა აქ დაბრუნება. ამასაც რომ კარგი შანსი ქონოდა წამითაც არ დაფიქრდებოდა, მაგრამ იცის უკვე თავისი თაVის ამბავი, ძალების აღდგენას ცდილობს. ამწუთას დაჭრილი ჩიტია, როგორც კი უკეთ იგრძნობს თავს ეგრევე გაფრინდება!

15:04 | 19.05.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6564)

ყოველთვის მომწონდა ეს ბიჭი და დასანანია, ასე რომ დაჩაგრეს ტრავმებმა.
მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი ყენიას არ ეხება, ზოგადად ვამბობ - ერთხელ ჩვენი ფეხბურთელი მანახა, კარიერის დასაწყისში სკამზე დაელპოთ კონკურენტებს და მერე დიდი გუნდის ძირითადში გაჩითულიყოს DDDDDDDD

13:42 | 19.05.2017
Nikala (120)

არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამ ბიჭს "კბენს". მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით. იმის ნაცვლად, რომ პირველ რიგში, გავამხნევოთ და მადლობა გადავუხადოთ, რომ ჩამოვიდა და აქ განაგრძობს, თუნდაც დროებით, კარიერას, ვდგებით და იქით ვაკრიტიკებთ და დავცინით. ყველაზე, ცხადია, არ მაქვს საუბარი. გამიღიზიანებელია. კაცი აქ ჩამოვიდა იმისთვის, რომ ხალხისაგან სიყვარული და მხარდაჭერა იგრძნოს, თორემ არ გაუჭირდებოდა ლოკოზე უკეთესი კლუბის შოვნა ტრავმირებულსაც.

მე ვაფასებ ამ ფეხბურთელს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკრებში თამაშისას თავი არ დაუზოგავს და ყოველთვის მონდომებული და მოტივირებული იყო. სხვი არ ვიცი, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. უბრალოდ, მისგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო, არ გაუმართლა და ის ფეხბურთი ჯერჯერობით ვერ ითამაშა, რასაც მისგან ველით. რაკიტიჩზე რაც თქვა, იმიტომ არ უთქვამს, რომ გაიმარიაჟა ან ხორვატის შურს, უბრალოდ გული წყდება ადამიანს იმაზე, რომ შეეძლო და უფრო მეტს ვერ მიაღწია. არცერთი საქმე არაა მარტივი და შრომას მოითხოვს. აბა, თქვენი თავი წარმოიდგინეთ ამის ადგილზე. რესურსი ჰქონდა, არც შრომა დაუკლია, მაგრამ ტრავმებისადმი მიდრეკილების გამო, რომელიც ვიმეორებ, მისგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზია, დაგეგმილ შედეგს ვერ იღებს. ეგ ფსიქოლოგიურად მარტივად გადასატანი ამბავი არ არის. არამარტო ფეხბურთში, ზოგადად ყველა დარგში.

რაც შეეხება სტადიონზე სიარულს, ხალხს, ვინც ისედაც დადის საყურებლად, ყენიასა და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელების ჩამოსვლით, ამის სურვილი უფრო მოემატება. ვისაც სურვილი არ აქვს და არ დადის, ის არც ყენიას ჩამოსვლის მერე ივლის. მე პირადად, როცა დრო მაქვს, მივდივარ, თუ ვერ ვახერხებ, ტელევიზიით ვადევნებ თვალს. ვიცი, სანახაობას ვერ ვნახავ, მაგრამ დავდივარ ან ვუყურებ იმიტომ, რომ ჩემია, მაინტერესებს და გული შემტკივა.

ურაპატრიოტიზმი აქ არაფერ შუაშია. შენი უნდა დააფასო პირველ რიგში და გვერდში დაუგდე.

14:07 | 20.05.2017
პანტელეიმონი (2863)

+1

14:14 | 19.05.2017
levani82 (39675)

ასეთი კომენტარისთვის კარგი ბიჭი ხარ

13:52 | 19.05.2017
Shevche (13766)

+100

12:48 | 19.05.2017
Sandro993 (328)

წარმატებები ლევანს!!!ქართულ ფეხბურთს და სრულიად საქართველოს!!!

12:12 | 19.05.2017
alcantara___ (13132)

შენ გამო მობრუნდება აბა რა იქნება შე მესიზე მაგარო

11:23 | 19.05.2017
რაჭა (8758)

"ქართველებს თანაგრძნობის უნარი დაკარგული აქვთ. ამიტომ გაუჭირდბათ სახელმწიფოს აშენება" – მამარდაშვილი.
წარმატებები

12:47 | 19.05.2017
Sandro993 (328)

100% გეთანხმებით შენაც და მამარდაშვილსაც მეგობარო

10:45 | 19.05.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (369)

ამას რო კითხო რაკიტიჩი სკამზე დაალპო
ტიპმა სად ამოყო თავი
წარმატებები )

სტატისტიკა
ეროვნული ლიგა - ტური 18
  • 20 ივნისი, 2017
  • ჩიხურა 0 - 3 ლოკომოტივი
  • სამტრედია 3 - 2 დილა
  • 21 ივნისი, 2017
  • შუქურა 1 - 2 საბურთალო
  • დინამო ბთ 0 - 0 კოლხეთი
  • დინამო თბ 2 - 1 ტორპედო
  •  
  • დინამო თბ18 14 1 3 42-11 43
  • ტორპედო18 11 4 3 27-12 37
  • სამტრედია18 10 3 5 25-20 33
  • ლოკომოტივი18 8 3 7 32-21 27
  • ჩიხურა18 8 2 8 23-27 26
  • საბურთალო18 8 1 9 22-25 25
  • დილა18 5 7 6 21-20 22
  • დინამო ბთ18 5 2 11 14-24 17
  • კოლხეთი18 4 5 9 17-29 17
  • შუქურა18 1 4 13 13-47 7
ეროვნული ლიგა - ტური 19
  • 21 ივლისი, 2017
  • დინამო თბ - კოლხეთი
  • 22 ივლისი, 2017
  • საბურთალო - ტორპედო
  • სამტრედია - შუქურა
  • ჩიხურა - დილა
  • 23 ივლისი, 2017
  • დინამო ბთ - ლოკომოტივი
0.296798