ფეხბურთი

13:28 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: “მინდა ლიგა “იუვენტუსმა” მოიგოს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ სურს ლიგა “იუვენტუსმა” მოიგოს, ოქროს ბურთი კი ბუფონმა.

“მინდა ჩემპიონთა ლიგა “იუვენტუსმა” მოიგოს, ოქროს ბურთი კი – ბუფონმა”.

ფინალში დამარცხება ბევრად მტკივნეულია, ვიდრე ნახევარფინალში. როდესაც ხედავ, რომ მოწინააღმდეგე თასს აღმართავს და ეს შენ დაკარგე, ძალიან რთული მომენტია. ჩვენ ეს ბოლო წლებში მწარედ გამოვცადეთ” – უთხრა Goal.com-ს გრიზმანმა.

“ატლეტიკო” თასის გარეშე დარჩა, თუმცა მათ ლა ლიგაში მოპოვებული მე-3 ადგილით ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს. რაც შეეხება გრიზმანს, მან მიმდინარე სეზონში 52 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120102