სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

22:14 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბულიავას სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში პლეი აუტის მეორე წრე დაიწყო.

დღეს, მეორე წრის პირველი ტურის ერთი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. პლეი აუტის აუტსაიდერი ,,ბათუმი’’ ,,სოხუმს’’ დაუპირისპირდა, რომელმაც სუპერლიგაში დარჩენა პირველი წრის მესამე ტურის დასრულების შემდეგ გაინაღდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. სტუმართა მდგომარეობა იმითაც გართულდა, რომ დღევანდელ შეხვედრაში, სხვადასხვა მიზეზით, რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ (უეიდ ლათანი, გიორგი ჯგერენაია, ალექსანდრ ზაბირჩენკო, რობერტ ვუდსონი...) ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ,,ბათუმმა’’ 27 ქულის სხვაობით, 58:31 მოიგო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 105: 87 მასპინძელთა სასარგებლოდ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ,,სოხუმის’’ წარმომადგენელმა ოთარ ბულიავამ აჩვენა, რომელმაც 24 ქულა, 10 მოხსნა, 7 ზუსტი პასი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე სამი ზუსტი პასი დააკლდა. ორმაგი დუბლი ,,სოხუმის’’ კიდევ ერთმა კალათბურთელმა გიგა კვეტენაძემ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 16 პასია.

მასპინძელთა შორის 23 ქულითა და 10 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ლევან რევაზაშვილი იყო.

ამ ტურის მეორე შეხვედრა მესამე ტურის დასრულების შემდეგ 26 მაისს ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ,,ოლიმპი’’ და ,,მგზავრები’’ შეხვდებიან.

,,ბათუმი’’ - ,,სოხუმი’’ 105:87 (30:14, 28: 17, 23: 29, 24: 27)

მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:

22 მაისი

,,მგზავრები’’ - ,,სოხუმი’’

,,ოლიმპი’’ - ,,ბათუმი“

სატურნირო მდგომარეობა 17 მაისისთვის:

სოხუმი 32 13 19 45
ბათუმი 32 11 21 43
ოლიმპი 31 12 19 43
მგზავრები 31 11 20 42

"ოლიმპს" დაკლებული აქვს ერთი ქულა

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113387