თამაშგარე

20:24 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაიანა მენდოზამ ლათინური ამერიკა დაიპყრო

ცნობილ მკერდგანიერ სამხრეთამერიკელ მოდელს, პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმასა და საზოგადო მოღვაწეს – ლარისა რიკელმეს წესით საქმე მაინცადამაინც სახალისოდ და სახვინტრიცოდ არ უნდა ჰქონდეს, რადგან მას არაერთი კონკურენტი გამოუჩნდა, რომელთა ნახვასაც არაფერი სჯობს.

თუნდაც უმშვენიერესი დაიანა მენდოზა რად ღირს... დაიანა ჯერ მხოლოდ 17 წლისა იყო, როდესაც ვენესუელაში სტუდენტურ სილამაზის კონკურსზე – “მის უნივერსზე” გაიმარჯვა და უკვე მაშინ გახდა ცხადი, რომ ამ ასულს საოცარი პოპულარობა და მომავალი ელოდა.

ახლა კი უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიანა მენდოზა მთელს ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გულმისავალი მოდელია და მისი სახელი უკვე კარგა ხანია გასცდა ვენესუელას საზღვრებს. ბევრ ლაყაფსა და სიტყვათა ქნევას, აგერ იხილეთ დაიანას ფოტოები და თავადაც აღიარებთ ყველაფერს.

0.149136