თამაშგარე

16:44 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატომ შეეშვა მელიტა ხელის მარჯვედ ქნევას?...

არცთუ ცოტა ხნის წინ, ხორვატ ლამაზმანს, მელიტა ფაბეჩიჩს ხელბურთში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ბალკანეთში ამ ერთობ პოპულარული სახეობის მოყვარულნი იძახდნენ, რომ ეს გოგონა ხელის მარჯვედ ქნევას რომ გაჰყოლოდა, დღეს შეიძლება ცნობილ ხელბურთელთა შორისაც გვეხილა.

მაგრამ, მელიტამ არად ჩააგდო თავისი სპორტული შესაძლებლობანი, სპორტს მოდელობა არჩია და წარმატებასაც სულ მალე სწორედ ამ გზით მიაღწია. მომხიბვლელი მელიტა “მის ხორვატია” გახდა და ახლა თუკი ამ დიადი ასულის სახელსა და გვარს ხორვატიაში ახსენებთ, პასუხები აუცილებლად ოხვრისმიერი იქნება.

ამჟამად მელიტა არაერთ ევროპულ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი პოპულარობა ჯერ კიდევ მზარდია. აი დახედეთ ფაბეჩიჩის ქალის ფოტოებს და მიხვდებით, რომ ჭეშმარიტად ბრმა და უხიაგი უნდა იყოს კაცი, მისი სილამაზე ყურადღების მიღმა რომ გამორჩეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136999