ფეხბურთი

1:27 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" "იუვეს" რომში გაჩემპიონება არ დაუშვა (+VIDEO)

იტალიის ჩემპიონის ვინაობის ბედი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ისევ გაურკვეველია. „იუვენტუსს“ შეეძლო ზედიზედ მეექვსე სკუდეტო გაეფორმებინა და ამისთვის საკმარისი იყო, „რომასთან“ ქულა აეღო, მაგრამ „ბებერი სინიორა“ მარადიულ ქალაქში დამარცხდა და ჩემპიონობა გადაედო.

არადა, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ყველაფერი „იუვესთვის“ სასიკეთოდ დაიწყო: სტეფანო სტურაროსა და გონსალო იგუაინის კარგი კომბინაცია გოლით მარიო ლემინამ დაასრულა და ტურინელები დააწინაურა. აქვე გეტყვით, რომ მასიმილიანო ალეგრიმ სანახევროდ სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა, რადგან წინ კოპა იტალიის ფინალია და როგორც ტურინში, სკუდეტოს დაკარგვის შიში სულაც არ აქვთ. ახლა, ისევ „ოლიმპიკოზე“ განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ - „რომამ“ მალევე გაათანაბრა. კუთხურის შემდეგ სტუმართა დაცვა მთლიანად ჩავარდა და დანიელე დე როსიმ იქამდე ურტყა ბუფონის კარში, სანამ გოლი არ გაიტანა. სხვათა შორის, დანიელემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და მის კარიერაში ასეთი რამ პირველად მოხდა. ტაიმიც ასე დასრულდა - 1:1.

მეორე ტაიმი კი, „იუვემ“ დუნედ დაიწყო და ამით მშვენივრად ითამაშა „რომამ“, რომელიც უფრო მონდომებული იყო და გასაკვირი არცაა: ჯერ ერთი, სკუდეტოს მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს, მეორე ადგილის დაბრუნებაც სურდა და გარდა ამისა, რომში, „იუვენტუსს“ რომ სკუდეტო მოეგო, ნამდვილად არ იქნებოდა ეს „ჯალოროსისთვის“ ღირსშესანიშნავი ფაქტი. მოკლედ, სპალეტის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და შედეგიც მიიღო: ჯერ სტეფან ელ შაარავიმ შეაგდო ლამაზი გოლი, ხოლო მატჩს წერტილი რაჯა ნაინგოლანის გასროლამ დაუსვა - 3:1. „რომა“ „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩება და წინ ორი ტურია. „იუვე“ დამდეგ ტურში შინ „კროტონეს“ მასპინძლობს და თუ მოიგებს სკუდეტო მის საკუთრება იქნება. თუმცა, იქამდე, რომში მოუწევს დარჩენა და იტალიის თასის მოგებას ეცდება. აქვე აღვნიშნოთ, რომ „ბიანკონერიმ“ ბოლო სამ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა და საკუთარ აქტივს მხოლოდ, 2 ქულა შესძინა. შესაძლოა კრისიზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, მასიმილიანო ალეგრის შეგირდების გამოფხიზლება მართებს.

ამ შეხვედრის ფონზე ტურის სხვა მატჩები ერთი-ორად დაიჩრდილა. გეტყვით, რომ „ნაპოლი“ გააფთრებით განაგრძობს ბრძოლას მეორე ადგილისთვის და „ტორინოს“ გასვლაზე ადვილად 5:0 აჯობა. მორიგი გოლი მიითვალა დრის მერტენსმა და ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, „ნაპოლიმ“ ტურინელებს პირველ წრეშიც ხუთი გოლი გაუტანა.

მორიგი კოშმარული თამაში ჩაატარა „ინტერმა“, რომელიც ამჯერად სახლში „სასუოლოსთან“ დამარცხდა (1:2). არავინ იცის, როდის დასრულდება „ნერაძურის“ წვალება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გუნდი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს და მხოლოდ მთავარი მწვრთნელის შეცვლა საქმეს ვერ გამოაკეთებს. „ინტერმა“ თითქმის დაკარგა ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი, რადგან „მილანს“ მთელი 4 ქულით ჩამორჩება და ორ ტურში ამ სხვაობის გაბათილება ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოსადგენია.

და ბოლოს გასავარდნ ზონაზეც: „პალერმო“ და „პესკარა“ უკვე გავარდნილები არიან, აი, მესამე გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია - „ჯენოა“, „ემპოლი“ ან „კროტონე“ - ამ სამიდან ერთ-ერთი ელიტას დაემშვიდობება. გენუელებს 33, ტოსკანელებს 32, ხოლო კალაბრიელებს 31 ქულა აქვთ. 36-ე ტურში „ჯენოამ“ და „ემპოლიმ“ ქულა ვერ მოიპოვეს, ხოლო „კროტონემ“ მორიგი სამი ქულა შემატა აქტივს და სძლია რა, „უდინეზეს“ – 1:0.

კალჩოში წინ კიდევ ორი ტური გველოდება და გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამეა...

„ინტერი“ – „სასუოლო“ 1:2 (0:1) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 47 000

„ინტერი“ (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, ანდრეოლი (გაბრიელ ბარბოსა 78), ნაგატომო (ანსალდი 46); ბროჟოვიჩი, გალიარდინი, ჟოაო მარიო (ედერი 46); კანდრევა, იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: სტეფანო ვეკი

„სასუოლო“ (4-3-3): კონსილი; ლიროლა, ლიტშერტი, აჩერბი, პელუზო; სენსი, მისიროლი (აკვილანი 85), ბიონდინი; ბერარდი, იემელო (დეფრელი 66), პოლიტანო (კანავარო 77)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 იემელო (36), 0:2 იემელო (50), 1:2 ედერი (70)

გაფრხილება: ანსალდი (74), ედერი (84), გაბრიელ ბარბოსა (90) - პელუზო (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 7 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 15:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დავიდე მასა

„ბოლონია“ – „პესკარა“ 3:1 (1:1)

ბოლონია, „რენატო დალ არა“

მაყურებელი: 21 000

„ბოლონია“ (4-2-3-1): მირანტე; მბაიე, მაიეტა (კრაფტი 57), ჰელანდერი, ტოროსიდისი; დონსა (პულგარი 74), ტაიდერი; დი ფრანჩესკო, ვერდი, კრეიჩი (ოკვონკვო 73); დესტრო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

„პესკარა“ (4-3-3): ფიორილო; ძამპანო, ბოვო, ფორნასიერი, ბირაგი; კულიბალი (მილიჩევიჩი 53), ბრუგმანი, მემუშაი; მიტრიტა (მურიჩი 53), ბაჰებეკი (ჯილარდინო 73), კაპრარი

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლები: 1:0 დესტრო (8), 1:1 ბაჰებეკი (24), 2:1 დი ფრანჩესკო (48), 3:1 დესტრო (90)

გაფრხილება: დონსა (50), დესტრო (90) - ბოვო (34), კულიბალი (39)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 9 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ანტონიო დი მარტინო

„კალიარი“ – „ემპოლი“ 3:2 (3:0)

კალიარი, „სანტ ელია“

მაყურებელი: 13 000

„კალიარი“ (4-2-3-1): რაფაელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ; ბარელა (პადოინი 75), ტაკჩიდისი; ფარიასი, ჟოაო პედრო (იონიტა 67), საუ (სონგ ანი 81); ბორიელო

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

„ემპოლი“ (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; მაური (მაკარონე 61), დიუსე, კროჩე; ელ კადური (კრუნიჩი 51); პუჩარელი, ტიამი (ზაიჩი 76)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლები: 1:0 საუ (7), 2:0 ფარიასი (17), 3:0 ფარიასი (45), 3:1 ზაიჩი (79), 3:2 მაკარონე (84)

გაფრხილება: პისაჩენე (40), ბრუნო ალვეში (67) - ბელუსკი (45), ელ კადური (49)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 8 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: მაურიციო მარიანი

„კროტონე“ – „უდინეზე“ 1:0 (1:0)

კროტონე, „ეციო შიდა“

მაყურებელი: 7 500

„კროტონე“ (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, სამპირისი; როდენი, კრისეტიჯი, ბარბერისი (სულჯიჩი 85), ნალინი (აკოსტი 72); ფალჩინელი, ტროტა (ნვანკვო 90)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

„უდინეზე“ (4-3-3): სკუფეტი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი; ბადუ, კუმსი (ბალიჩი 61), იანკტო; დე პაული (ევანდრო 81), ძაპატა, ტერო (პერიცა 60)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლი: 1:0 როდენი (18)

გაფრთხილება: ფალჩინელი (37), სამპირისი (88) - კუმსი (37), ალი ადნანი (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (9) – 9 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: მიშელ ფაბრი

„პალერმო“ – „ჯენოა“ 1:0 (1:0)

პალერმო, „რენცო ბარბერა“

მაყურებელი: 8 863

„პალერმო“ (3-5-2): ფულიგანტი; ჩიონეკი, გოლდანიგა (სუნჯიჩი 71), ანდელკოვიჩი (გონსალესი 83); რისპოლი, რუჯეირო, ბრუნო ენრიკე, ჩოჩევი, ალეესამი; დიამანტი, ნესტოროვსკი (სალაი 60)

მწვრთნელი: დიეგო ბორტოლუცი

„ჯენოა“ (3-5-2): ლამანა; ბირასკი, მუნიოსი, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი (ნინკოვიჩი 72), რიგონი, ველოზუ, კატალდი (პალადინო 21), ლაქსალტი; პანდევი, პინილია (სიმეონე 56)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლი: 1:0 რისპოლი (13)

გაფრთხილება: ბრუნო ენრიკე (25) - რიგონი (5)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 6 (3) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:7

მსაჯი: დანიელე დოვერი

„სამპდორია“ – „კიევო“ 1:1 (1:0)

გენუა, „მარასი“

მაყურებელი: 19 000

„სამპდორია“ (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, რეჯინი, პავლოვიჩი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი (პრატი 58); ბრუნო ფერნანდესი (ჯურიჩიჩი 80); შიკი, კვალიარელა (მურიელი 29)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

„კიევო“ (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი (ფრეი 74), ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, დეპაოლი; ბასტიენი; პელისიერი (გაკპე 70), ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 კვალიარელა (11), 1:1 ინგლეზე (46)

გაფრთხილება: რეჯინი (23), ჯურიჩიჩი (85) - პელისიერი (25), რადოვანოვიჩი (79), დეპაოლი (90), კასტრო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ფაბიო მარესკა

„ტორინო“ – „ნაპოლი“ 0:5 (0:1) VIDEO

ტურინი, „გრანდე ტორინო“

მაყურებელი: 19 000

„ტორინო“ (4-2-3-1): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კარლაო, მოლინარო; ბაზელი (ობი 75), ბენასი (გუსტაფსონი 52); იაგო ფალკე, ლიაიჩი, ბოიე (იტურბე 59); ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

„ნაპოლი“ (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (ზიელინსკი 63), ჟორჟინიო, ჰამშიკი (როგი 66); კალეხონი (მილიკი 81), მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 კალეხონი (7), 0:2 ინსინიე (60), 0:3 მერტენსი (72), 0:4 კალეხონი (76), 0:5 ზიელინსკი (78)

გაფრთხილება: ბაზელი (8), გუსტაფსონი (53) - ალბიოლი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 13 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

„რომა“ – „იუვენტუსი“ 3:1 (1:1)VIDEO

რომი, „ოლიმპიკო“

მაყურებელი: 55 000

„რომა“ (4-3-3): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი; პარედესი, დე როსი, ნაინგოლანი (ჟუან ჟესუსი 78); სალაჰი (ტოტი 90), პეროტი (გრენიე 69), ელ შაარავი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (დანი ალვეში 64), ბონუჩი, ბენატია, ასამოა; ლემინა, პიანიჩი; კუადრადო (მარკიზიო 78), სტურარო (დიბალა 69), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ლემინა (21), 1:1 დე როსი (24), 2:1 ელ შაარავი (56), 3:1 ნაინგოლანი (65)

გაფრთხილება: ფაციო (46), დე როსი (51), პარედესი (61) - ბენატია (90), იგუაინი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (9) – 13 (8) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო („რომა“) – 27 გოლი, ანდრეა ბელოტი („ტორინო“) – 25, დრის მერტენსი („ნაპოლი“) – 25, მაურო იკარდი („ინტერი“) – 24, გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“) – 24, ჩირო იმმობილე („ლაციო“) – 22.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101405