ფეხბურთი

20:15 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამოს" სერია გორში შეწყდა

გორის "დილა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში თბილისის "დინამოსთან" არ წაუგია. ზივ არიეს გაწვრთნილებმა პირველ წრეში "დინამო არენაზე" იმარჯვეს (2:1), ამჯერად კი შინ 1:1 ეთამაშნენ ლიდერს. ბოლო ტურებში "დილა" მართლაც კარგად თამაშობს.

იმოქმედა ბექა მიქელაძის გაძევებემაც. 70-ე წუთი იყო, მიქელთაძე ხელით ეცადა ბურთის გაჩერებას და მეორე გაფრთხილება მიიღო. სწორედ ამის შემდეგ, "დილამ" კიდევ უფრო მოუმატა თამაშს.

მანამდე კი "დინამო" იგებდა. ბაჩანა არაბულმა ერთი მცველი ჩამოიტოვა, მშვენიერი პასი გაუჭრა საბა ლობჟანიძეს, რომელმაც გარე ტერფით მეკარის ბაქანთან შეაგორა ბურთი და გიორგი პაპუნაშვილმა ერთი შეხებით გაიტანა - 0:1.

რაც შეეხება საპასუხო გოლს: გორელებმა კუთხური ჩააწოდეს, მაჩაიძემ დაარტყა, მაგრამ პასი უფრო გამოუვიდა და ბრაზილიელმა ჟან დერეტიმ ახლოდან კარში გადაგზავნა ბურთი - 1:1. ამ გოლზე კითხვები გაჩნდა, იყო თუ არა თამაშგარე? დერეტიმაც სწრაფად იმოქმედა. დინამიკაში მოხდა ყველაფერი, რთული სათქმნელია.

"დინამო" ხუთქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გუნდს ზედიზედ რვა მატჩი ჰქონდა მოგებული და სერია გორში შეწყვიტა.

დილა (გორი) - დინამო (თბილისი) 1:1 (0:1)

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, ეტოუ (ფოფხაძე 60), პაპავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ძარია (კირკიტაძე 46), დერეტი, ლეანდრო, წიქარიძე, ტარავალიე (ფლავიო 67)

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (სალუქვაძე 90+2), პაპუნაშვილი (ჩაკვეტაძე 65), მიქელთაძე, არაბული (თევზაძე 73)

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (40), 1:1 დერეტი (83)

გაფრთხილება: ძარია, დერეტი - მიქელთაძე, თოთაძე, გველესიანი, მიქელთაძე

გაძევება: მიქელთაძე (70)

მსაჯი: სილაგავა

1. დინამო თბილისი 12 9 1 2 23:5 28
2. სამტრედია 12 7 2 3 14:10 23
3. ტორპედო ქუთაისი 12 6 4 2 16:9 22
4. ლოკომოტივი თბილისი 12 6 3 3 26:13 21
5. საბურთალო თბილისი 12 6 1 5 16:13 19
6. ჩიხურა 12 5 1 6 16:18 16
7. გორის დილა 12 3 6 3 14:13 15
8. დინამო ბათუმი 12 4 0 8 10:16 12
9. ფოთი 12 3 1 8 13:24 10
10. შუქურა 12 0 3 9 6:33

0.149158