ფეხბურთი

21:33 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" პატარა სასწაული და გოლების წვიმა ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა და სეზონის ფინიში განსაკუთრებული დაძაბულობით ვერ გამოირჩევა, მაგრამ აი, სილამაზისა და დრამატიზმის თვალსაზრისით XXXIII ტურმა უდაოდ დატოვა დიდი შთაბეჭდილება. თავად განსაჯეთ, ტურში 37 გოლი გავიდა და ამით მიმდინარე სეზონის რეკორდი დამყარდა.

თავიდან, გეტყვით, რომ საოცარ შეხვედრას უმასპინძლა „რედ ბულ არენამ“ – „ლაიპციგმა“ შინ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო, რომელსაც კარგა ხანს ეომა „ვერცხლის სინისთვის“, მაგრამ კლასმა მაშინ თავისი ქნა, ისევე როგორც დღეს - მთელი თამაში იგებდა რალფ ჰასენჰუტლის გუნდი (3:1, 4:2), მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხებულმა დატოვა მინდორი. 84-ე წუთამდე „ლაიპციგი“ 4:2 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში „რეკორდმაისტერმა“ იმდენი ქნა, რომ თამაში საერთოდ მოიგო. ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ შემაცირა სხვაობა, მერე კი, დავიდ ალაბამ გაათანაბრა. სხვათა შორის, ავსტრიელმა ბუნდესლიგაში გატანილი ბოლო 8 გოლიდან 6 საჯარიმო დარტყმით შეაგდო. მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში კი არიენ რობენმა შოუ მოაწყო - მეტოქის დაცვა მარტომ გაიარა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მოხდენილად გადაუვლო ბურთო თავზე და კარლო ანჩელოტის გუნდს, ერთი შეხვედვით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პრინციპული თამაში მოაგებინა - 4:5. საგულისხმოა, რომ „ბაიერნმა“ ამ სეზონში მსაჯის დამატებულ დროში 8 გოლი გაიტანა და ეს რეკორდია. „ბაიერს“ ცემპიონობა დიდი ხანია განაღდებული აქვს, ხოლო „ლაიპციგს“ ვერცხლის მედლები.

არანაკლებ დრამატული შეხვედრა შედგა „ოპელ არენაზე“ – „მაინცი“, რომელიც ბუნდესლიგაში დასარჩენად თავგანწირვით იბრძვის, მაგრამ უმოტივაციო „აინტრახტისგან“ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. და მაინც, მაინცელებმა მეორე ნახევარში დიდებულად ითამაშეს და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს - 4:2. „მაინცმა“ ამ სამი ქულით დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან პლეი-აუთის ზონაში მყოფ „ჰამბურგს“ ორი ქულით უსწრებს და ახლა ბოლო ტურში შესაძლოა ფრეც ეყოს ელიტაში დასარჩენად.

კიდევ ერთი უხვგოლიანი შეხვედრა „ვეზერშტადიონზე“ შედგა - „ვერდერმა“ ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო „ჰოფენჰაიმმა“ მესამე ადგილზე გასვლის რეალური შანსი დაიტოვა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა „მუსიკოსები“ აშკარად დაჩაგრეს და ანგარიში 5:0 წაიყვანეს. ამის მერე მისცეს მხოლოდ მასპინძლებს თამაშის საშუალება და „ვერდერმაც“ ნამუსი ოდნავ მოიწმინდა, რადგან პრესტიჟის გოლი სმაჯერ გაიტანა და მხოლოდ 3:5 წააგო.

„ჰოფენჰაიმი“ „დორტმუნდს“ გაუთანაბრდა ქულებით, რომელმაც ვერაფერ გააწყო სტუმრად „აუგსბურგთან“. მეტიც, ტომას ტუხელის გუნდი ახლა გერმანიის თასის ფინალისთვის ემზადება და შესაძლოა, ბუნდესლიგისთვის დიდად არც სცხელა. საბოლოოდ, „ბორუსია“ მარცხს პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით გადაურჩა - 1:1. თუმცა, ამ ტურში ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და გაბონელიც გოლით ჩამორჩება პოლონელს ბომბარდირთა დავაში.

ევროპა ლიგის საგზურთან ყველაზე ახლოს „ჰერტაა“, რომელმაც უკვე გავარდნილ „დარმშტადტს“ მისსავე მოედანზე მარტვიად, 2:0 აჯობა. პალ დარდაის გუნდი დიდი ალბათობით ევროპა ლიგის ზონაში ბოლო ტურში მარცხის შემთხვევაშიც მოხვდება. ბოლო ტურის წინ, ამავე საგზურთან ახლოსაა „ფრაიბურგიც“, თუმცა, კრისტიან სტრეიხის ბიჭებმა საქმე ერთი-ორად გაირთულეს, რადგან შინ ორი ქულა გაანიავეს „ინგოლშტადთან“ მატჩში. არადა, ამ უკანასკნელს მოპოვებული ქულა არაფერში წაადგა და ბუნდესლიგის ოფიციალურად დაემშვიდობა. ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსს კი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს „კიოლნი“. „თხები“ ორი ქულით ჩამორჩებიან „ფრაიბურგს“ და ახლა სხვაობა მათ შორის ნულოვანი იქნებოდა, ცოტა მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ. „კიოლნი“ ლევერკუზენში ადგილობრივ გუნდს 20 უგებდა, თუმცა თამაშის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ბოლოსკენ ცხრილის ქვედა ნაწილზეც ვთქვთ: „დარმშტადტი“ და „ინგოლშტადტი“ უკვე გავარდნენ, მაგრამ გასარკვევია ვინ ითამაშებს პლეი-აუთში. ახლა ამ არცთუ სასიამოვნო პროცესთან ყველაზე ახლოს „ჰამბურგია“ – „შპორთვერაინი“ გელენკირხენში „შალკესთან“ არ დამარცხებულა, მაგრამ მოპოვებული ქულა მისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში გამოდგა - მიზეზი კონკურენტთა წარმატებული გამოსვლაა - მოიგო „მაინცმა“, ხოლო „ვოლფსბურგმა“ და „აუგსბურგმა“ ქულის აღება შეძლეს.

წინ სეზონის დასკვნითი ტურია - ყველა კითხვასაც პასუხი სწორედ ერთ კვირაში გაეცემა.

„აუგსბურგი“ – „დორტმუნდი“ 1:1 (1:1) VIDEO

აუგსბურგი, „WWK არენა“

მაყურებელი: 30 660

„აუგსბურგი“ (4-2-3-1): ლუტე; ვერჰაეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (საიუბი 68); კორი, ბაიერი; შმიდი (ტიგლი 87), ალტინტოპი, მაქსი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, გინტერი, სოკრატისი, შმელცერი; ვეიგლი (დურმი 23), გუერეირო (პულიშიჩი 80); დემბელე, კაგავა, როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (29), 1:1 ობამეიანგი (32)

გაფრთხილება: სტაფილიდისი (59) - გინტერი (13)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: საშა შტეგერმანი

„ლევერკუზენი“ – „კიოლნი“ 2:2 (0:1)

ლევერკუზენი, „ბაი არენა“

მაყურებელი: 30 210

„ლევერკუზენი“ (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, იედვაი, ტაჰი, ვენდელი; ჰავერცი (ბაილი 86), ბაუმგარტლინგერი, არანგიზი (კამპლი 57), ბრანდტი; კისლინგი, ჩიჩარიტო (პოიანპალო 68)

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

„კიოლნი“ (4-3-2-1): ჰორნი; კლიონტერი, სორენსენი, სუბოტიჩი, ჰეინტცი; ჯოჯიჩი (რაუში 76), ლემანი, ჰექტორი; ცოლერი (ოსაკო 46), ბიტენკური (ჰოგერი 57); მოდესტე

მწვრთნელი: პეტერ სტოგერი

გოლები: 0:1 ჯოჯიჩი (14), 0:2 კლოინტერი (49), 1:2 კისლინგი (60), 2:2 პოიანპალო (71)

გაფრთხილება: ლემანი (62), რაუში (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (9) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: გინტერ პერლი

„დარმშტადტი“ – „ჰერტა“ 0:2 (0:2) VIDEO

დარმშტადტი, „ბოლენფალტორი“

მაყურებელი: 17 400

„დარმშტადტი“ (4-2-3-1): ფერნანდესი; სირიგუ, ბანგარდი, სულუ, ჰოლანდი; კამავუაკა (როზენტალი 35), ალტინტოპი; ჰელერი (გორკა 84), გონდორფი, ვრანჩიჩი (სტროჰ-ენგელი 64); პლატე

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

„ჰერტა“ (4-4-2): იარშტეინი; პეკარიკი, შტარკი (ბაკი 82), ტორუნარიგა, პლატენჰარდტი; ეშვეინი (ვეიზერი 63), დარიდა, ალანი, ჰარაგუჩი; კალუ (მაიერი 90), იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 0:1 კალუ (14), 0:2 ტორუნარიგა (28)

გაფრთხილება: სულუ (67), როზენტალი (84), გონდორფი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 16 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ბენჟამინ ბრანდი

„ფრაიბურგი“ – „ინგოლშტადტი“ 1:1 (1:1)

ფრაიბურგი, „შვარცვალდ არენა“

მაყურებელი: 24 000

„ფრაიბურგი“ (4-4-2): შვოლოვი; იგნიოვსკი, გულდე, კემპფი, გუნტერი; ბულუტი (გრიფო 57), ჰოფლერი, აბრაში, ჰაბერერი; ნიდერლეჩნერი (პეტერსენი 63), ფილიპი (სტენცელი 75)

მწვრთნელი: კრისტიან სტეიხი

„ინგოლშტადტი“ (3-4-2-1): ჰანსენი; მატიპი, ბრეგერიე, ტისერანდი; ჰადერგიონაი (კიტელი 63), კოენი, როგერი (მორალესი 62), სუტნერი (იუნგი 87); ლეჩკიე, გროსი; ლეზჩანო

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

გოლები: 1:0 ფილიპი (31), 1:1 ლეზჩანო (43)

გაფრთხილება: გულდე (71), იგნიოვსკი (90) - ჰადერგიონაი (45), როგერი (61), ლეზჩანო (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 23 (9) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

„მაინცი“ – „აინტრახტი“ 4:2 (0:1)

მაინცი, „ოპელ არენა“

მაყურებელი: 34 000

„მაინცი“ (4-2-3-1): ჰუტი; დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბროსინსკი; გბამინი, ფრაი (ლატცა 75); ოზტუნალი (მუტო 46), ბოიანი, დე ბლასისი; კორდობა (ქუაისონი 87)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

„აინტრახტი“ (3-5-1-1): ჰრადეცკი; ჰექტორი, აბრაჰამი, ოცზიპკა; ფაბიანი, ჩანდლერი, გაჩინოიჩი, ტავატა (რებიჩი 79), ბარკოკი (ბესუხოვი 69); ჯრგოტა; სეფეროვიჩი ვარელა 76)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 0:1 ჰრგოტა (42), 0:2 სეფეროვიჩი (50), 1:2 კორდობა (60), 2:2 ბელი (62), 3:2 მუტო (76), 4:2 დე ბლასისი (90, პენ)

გაფრთხილება: ბელი (72), მუტო (77), ბოიანი (89), დე ბლასისი (90) - ჩანდლერი (12), ფაბიანი (53), რებიჩი (84), ბესუხოვი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 6 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:0 თამაშგარე: 8:0

მსაჯი: მარკო ფრიტცი

„ლაიპციგი“ – „ბაიერნი“ 4:5 (2:1) VIDEO

ლაიპციგი, „რედ ბულ არენა“

მაყურებელი: 42 558

„ლაიპციგი“ (4-2-2-2): გულაჩსი; ილსანკერი, უპემეკანო, კომპრერი, ბერნარდო; კეიტა, დემე; ზაბიცერი (შმიტცი 69), ფორსბერგი; პოულსენი (სელკე 76), ვერნერი (ხედირა 80)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): შტარკე; ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი; ჩაბი ალონსო (ვიდალი 61), კიმიხი (მიულერი 67); რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (დუგლას კოშტა 44); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 ზაბიცერი (2), 1:1 ლევანდოვსკი (17, პენ), 2:1 ვერნერი (29, პენ), 3:1 პოულსენი (47), 3:2 ტიაგო ალკანტარა (60), 4:2 ვერნერი (65), 4:3 ლევანდოვსკი (84), 4:4 ალაბა (90), 4:5 რობენი (90)

გაფრთხილება: კეიტა (90) - ჩაბი ალონსო (28), ვიდალი (64), დუგლას კოშტა (64), ტიაგო ალკანტარა (72), ბოატენგი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 20 (9) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ტობიას შტილერი

„შალკე“ – „ჰამბურგი“ 1:1 (1:0)

გელზენკირხენი, „ველტინს არენა“

მაყურებელი: 62 271

„შალკე“ (4-4-2): ფარმანი; კეჰრერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი; კოკე, გორეცკა, ბენტალები (გაისი 90), კალიჯური (ავდიაი 61); ბურგსტალერი, ჰუნტელაარი (სტმაბული 80)

მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი

„ჰამბურგი“ (4-2-3-1): მატეინია; დიკმაიერი (ლასოგა 85), პაპადოპულოსი, იუნგი, საკაი; ჯანჯიჩი (გრეგორიტში 78), ოსტრზოლეკი; ჯატა (ვალდშმიდტი 72), ჰოლტბი, კოსტიჩი; ვუდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 ბურგსტალერი (25), 1:1 ლასოგა (90)

გაფრთხილება: ნასტასიჩი (8), კოლაშინაცი (55), ბენტალები (69) - დიკმაიერი (49)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (1) – 18 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მარკუს შმიდტი

„ვერდერი“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:5 (1:3) VIDEO

ბრემენი, „ვეზერშტადიონი“

მაყურებელი: 42 100

„ვერდერი“ (4-1-2-1-2): ვიედვალდი; ბაუერი, ველიკოვიჩი, სანე, გერბე სელასიე; ეგეშტეინი (გარსია 54); დელანი (კაინცი 75), იუნუზოვიჩი; გნაბრი (ბარგფრედე 54); ბარტლესი, კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; სულე (ტოლიანი 60), ვოგტი, ბიჩაკჩიჩი; კადერაბეკი, დემირბაი, რუდი, უტი (ამირი 63), ზუბერი; სჟალაი (ვაგნერი 69), კრამარიჩი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 სჟალაი (7), 0:2 კრამარიჩი (11), 0:3 ზუბერი (40), 0:4 კრამარიჩი (49), 0:5 ბიჩაკჩიჩი (51), 1:5 გებრე სელასიე (59), 2:5 ბარგფრედე (86), 3:5 ბაუერი (90)

გაფრთხილება: ბაუერი (80) - სულე (12)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 16 (9) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელ სიბერტი

„ვოლფსბურგი“ – „გლადბახი“ 1:1 (0:1)

ვოლფსბურგი, „ვოლკსვაგენ არენა“

მაყურებელი: 28 721

„ვოლფსბურგი“ (4-2-3-1): კასტეელსი; იუნგი, კნოხე, ლუის გუსტავო, ჰორნი; გილავოჯი, არნოლდი; ბაზური, დიდავი (ოსიმე 59), ნტეპი (მალი 59); გომესი

მწვრთნელი: ანდრიას იონკერი

„გლადბახი“ (4-2-2-2): სომერი; ელვედი (სტრობლი 75), კრისტენსენი, ვესტერგაარდი, შულცი; დაუდი, კრამერი; ტრაორე (რაფაელი 71), ჰოფმანი (ჯონსონი 71); ჰანი, სტინდლი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (24), 1:1 გომესი (58)

გაფრთხილება: ბაზური (45), ჰორნი (49), ოსიმე (89) - შულცი (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 14 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: კრისტიან დინგერტი

ბომბარდირები: რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) – 30 გოლი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი („დორტმუნდი“) – 29, ენტონი მოდესტე („კიოლნი“) – 25, ტიმო ვერნერი („ლაიპციგი“) – 21.

თეგებიბუნდესლიგა
0.397617