ფეხბურთი

1:39 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „არსენალი“ ოთხეულს მიუახლოვდა

პრემიერლიგის 26-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ გასვლაზე „საუთჰემპტონი“ დაამარცხა და ოთხეულს მიუახლოვდა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო სახიფათო მომენტები მასპინძელებს შეექმნათ. პეტრ ჩეხმა ორი ძალიან კარგი სეივი გააკეთა და საკუთარ გუნდს კარი მშრალად შეუნახა.

სტუმრებს განსაკუთრებული თამაში მეორე ნახევარშიც არ უჩვენებიათ, მაგრამ ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 3 ქულის აღება მოახერხეს. ეს პირველ რიგში ალექსის სანჩესს ეხება, რომელიც მე-60 წუთზე „წმინდანების“ მცველებს ძალიან იოლად გაუსწორდა და შემდეგ ფოსტერსაც ზუსტად დაურტყა. მეორე გოლი კი ოლივიე ჟირუმ მოედანზე შემოსვლიდან სამ წუთში შეაგდო: ფრანგმა ფორვარდმა სტუმართა ლამაზი კომბინაცია თავური დარტყმით დააგვირგვინა - 0:2.

„არსენალმა“ 66 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ის მე-4 პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-3 ადგილოსან „ლივერპულს“ 4 ქულით და მერსისაიდელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

საუთჰემპტონი - არსენალი 0:2 (0:1)

საუთჰემპტონი, „სენტ მერი სთედიუმი“

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, ს.დევისი, რომეუ, რედმონდი (ლონგი 70), ტადიჩი (ჯ.როდრიგესი 80), უარდ-პროუსი (ბუფალი 70), გაბიადინი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, მუსტაფი, ჰოლდინგი, მონრეალი, რემსი, ჯაკა, გიბსი, ჩემბერლენი (ბელერინი 36), ოზილი (კოკლენი 89), სანჩესი, უელბეკი (ჟირუ 80).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 სანჩესი (60), 0:2 ჟირუ (83)
გაფრთხილებები: უარდ-პროუსი - ოზილი, ბელერინი
მსაჯი: ჯონათან მოსი

0.13045