ფეხბურთი

20:19 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: "ნაპოლიში" დაბრუნება მინდა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი არ მალავს, რომ „ნაპოლიში“ დაბრუნება სურს. ურუგვაელი თავდამსხმელის განცხადებით, ეს ერთადერთი ვარიანტია, რომელზეც პსჟ-ს დატოვების შემთხვევაში იფიქრებს.

„არ უარვყოფ, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო და დღე არ გავა, რომ არ ვიფიქრო ამაზე, ჩემს ოჯახზე - თუმცა, თუ ურუგვაიში დავბრუნდები სათამაშოდ, ეს მხოლოდ კარიერის ბოლოს მოხდება. ახლა, არ ვიცი, რამდენი ხანი დავრჩები პსჟ-ში, მაგრამ ერთადერთი არჩევანი, რაც თავში მიტრიალებს, პარიზიდან „ნაპოლიში“ დაბრუნებაა. ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია“, - უთხრა კავანიმ Sky Sport-ს.

შეგახსნებეთ, ედინსონ კავანი „ნაპოლის“ რიგებში 2010-2013 წლებში თამაშობდა და იტალიური კლუბის რიგებში 78 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონს კი, „ელ მატადორი“ ფანტასტიკურად ატარებს და ყველა ტურნირის გათვალისწინებით, პსჟ-ს 47 გოლით შეეწია.

0.110114