ფეხბურთი

15:46 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიღაური მაკედონიის ჩემპიონი გახდა

სკოპიეს "ვარდარი" მეათედ გახდა მაკედონიის ჩემპიონი. ამ გუნდში კი, როგორც იცით, ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური თამაშობს. ჯიღაური ამ ზამთარს თბილისის "დინამოდან" გადავიდა "ვარდარში", რომელსაც თავის ქვეყანაში სერიოზული კონკურენტი არც ჰყავს. ზედიზედ მესამედ გახდნენ ჩემპიონები.

ჯიღაურმა "ვარდარში" 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჯაბა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ბოლოს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩშიც (5:0) ითამაშა.

"ვარდარი", ისევე როგორც "სამტრედია", ჩემპიონთა ლიგაში თამაშს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. თუმცა ეს გუნდები ერთმანეთს მეორე ეტაპზე ვერ შეხვდებიან, რადგან ორივენი განუთესავნი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112149