ფეხბურთი

11:29 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "ახლა "სპარტაკიდან" წასვლა არავის მოუნდება"

მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მიიჩნევს, რომ ახლა, როცა ჩემპიონები არიან და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშონ, გუნდიდან წასვლა არავის მოუნდება. მისი თქმით, იგი თავის მომავალს ისევ „სახალხო გუნდს“ უკავშირებს.

„აქ თითქმის ათი წელია ვარ და აქამდე ერთი ტიტულიც არ მქონდა მოგებული. ეს კი პირველი ჯილდოა და იმედია, არა უკანასკნელი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გამარჯვების ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს 16 წლის შემდეგ ჩემპიონობას. „ზენიტის“ მატჩს ფეხბურთელებმა ცალ-ცალკე ვუყურეთ, მაგრამ ყველანი ვქომაგობდით „ტერეკს“.

ახლა ჩემს მომავალს მხოლოდ „სპარტაკში“ ვხედავ. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და ჩემპიონი გუნდიდან არავის მოუნდება სხვაგან წასვლა, თუნდაც ევროპაში“, - უთხრა ჯანომ Match TV-ის.

შეგახსენებთ, „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონი 16-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა. შესაბამისად, ეს ანანიძის კარიერაშიც სადებიუტო ტიტულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121018