ფეხბურთი

10:05 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები - ჯანო და "სპარტაკი"

მოსკოვის „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონია - პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „სახალხო გუნდი“ მდევრებს „ზენიტსა“ და ცსკა-ს შესაბამისად, 11 და 10 ქულით უსწრებს და მათთვის მიუწვდომელი გახდა.

„სპარტაკის“ რიგებში ჩემპიონი ჯანო ანანიძეც გახდა. ეს მოსკოველთა პირველი ტიტულია 2003 წლის შემდეგ, ხოლო რუსეთის ჩემპიონი „სპარტაკი“ ბოლოს 2001 წელს იყო.

აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის "სპარტაკი" დამდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. რაც შეეხება ანანიძეს, ჩემპიონობაში მისი წვლილიცაა: 4 გოლით შეეწია თავისიანებს და უმეტესად სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა.

0.101437