ფეხბურთი

1:29 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მილანელების კოშმარი და ლაღი რომაელები
"ინტერი" და "მილანი" კატასტროფის წინაშე - "რომა" და "ლაციო" ფეერიულ ფეხბურთს აჩვენებენ

იტალიის სერია A-ს XXXV ტურის მთავარი შეხვედრა მილანში გაიმართა, სადაც „რომამ“ გაილაღა და ჩემპიონობის შანსიც შეინარჩუნა და მეორე ადგილიც. სამაგიეროდ, გრძელდება მილანური გრანდების შავი დღეები და არავინ იცის, როდის დაესმება მათ კრიზისს წერტილი. იქამდე კი, ყველა თანხმდება, რომ ასეთი სუსტი „მილანი“ და „ინტერი“ კალჩოს იმიჯზე ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„სან სიროზე“ მატჩის შესახებ მოსაყოლი უშუალოდ თამაშის ირგვლივ ბევრი არაფერია. ყველაფერი პირველივე ტაიმში და კერძოდ, ნახევარ საათში გადაწყდა, როცა ედინ ჯეკომ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, ბოსნიელს 27 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას უკვე დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში. აქვე გეტყვით, რომ ჯეკო „რომას“ მეორე ფეხბურთელია ენრიკე გუაიტას შემდეგ ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით - გუაიტამ 1934-1935 წლების სეზონში 29 ბურთი შეაგდო. მეორე ნახევარში ჯეკოს დუბლს სტეფან ელ შაარავიმ (ექსმილანელი) და დანიელე დე როსიმ თითო წაამატეს. „როსონერის“ მხრიდან მხოლოდ მარიო პაშალიჩი გამოირჩა. სხვათა შორის, ვინჩენცო მონტელას წარუმატებელი სერია „რომას“ წინააღმდეგ გრძელდება - ახალგაზრდა სპეციალისტი ვერაფრით ახერხებს ყოფილ კლუბთან წარმატებით თამაშს. დღეს, „მილანმა“ კიდევ ორი ანტირეკორდი დამყარა: 1936 წლის იანვრის შემდეგ სახლში „ჯალოროსისგან“ პირველად გაუშვა ოთხი გოლი, ხოლო მეორე უფრო გაბრიელ პალეტას ანტირეკორდია, ვიდრე „მილანის“ მაგრამ მაინც: ნატურალიზებული იტალიელი მეოთხედ გააძევეს მიმდინარე სეზონში და ეს ყველაზე მეტი წითელი ბარათია 2006-2007 წლების სეზონის მერე. მაშინ იგივე რაოდენობის ბარათები ფაბიო სიმპლისიომ მიიღო. „რომამ“ კი, მეორე ადგილი დაიბრუნა და მომდევნო ტურში ტურინის „იუვენტუსს“ თუ მოუგებს, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოთხი ქულა იქნება. „მილანი“ მეექვსე ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა როდემდე გაუმართლებს მონტელას გუნდს, არავინ იცის... აქვე გეტყვით, რომ „მილანის“ ქომაგები ფრანჩესკო ტოტის გულთბილად დახვდნენ და ბანერები გადმოფინეს ტრიბუნებზე - ლუჩანო სპალეტიმ კი, ლეგენდარული ფეხბურთელი წამითაც არ ათამაშა...

ფაქტია, რომ ვერც „ინტერი“ ვარგობს და „როსონერის“ ვერ დაეწია. სხვაობა ისევ სამი ქულა დარჩა, ხოლო სტეფანო პიოლის გუნდმა ამჯერად გენუაში, იმ „ჯენოასთან“ წააგო, რომელსაც მიმდიანრე სეზონში მწვრთნელი ორჯერ შეეცვალა. სხვათა შორის, გამარჯვების გოლი ექსინტერისტა გორან პანდევის ანგარიშზეა, მაკედონიელს გოლი არ აღუნიშნავს, მაგრამ ფაქტია „ნერაძური“ უქულოდ დარჩა. ისიც აღვნიშნოთ, რომ მატჩის ბოლოს ანტონიო კანდრევამ ეუჯენიო ლამანას ვერ აჯობა თერთმეტი მეტრიდან. გეტყვით, რომ „ინტერმა“ ბოლო 7 ტურში ორადორი ქულა მოიპოვა და მხოლოდ ბოლო 7 ტურის მონაცემების თუ მივიღებთ მხედველობაში, ბოლო ადგილზე იქნებოდა.

„ინტერს“ დაეწია ფლორენციის „ფიორენტინა“, თუმცა ვეჭვობთ, ვინმე კმაყოფილი იყოს პაულო სოუზას მუშაობით - „ფიორე“ ბოლო წუთებზე მარცხს ფედერიკო ბერნარდესკიმ გადაარჩინა უმოტივაციო „სასუოლოსთან“.

მორიგი ფეერიული თამაში რომის „ლაციოსგან“ – 7:3 გენუის „სამპდორიასთან“. სიმონე ინძაგის გუნდი ერთი ხანობა 7:1 იგებდა და ბოლოსკენ ცოტა მოეშვა, თორემ ვინ იცის ეგებ ორნიშნა ციფრზე ასულიყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ მატჩში „ლაციომ“ 16 გოლი შეაგდო, ხოლო ასევე ერთადერთი გუნდია სერია ა-ში, რომელმაც პირველ ტაიმში ორჯერ შეძლო 5 გოლის გატანა: „პალერმოსთან“ ორი კვირის წინ და დღეს. „ლაციო“ მეოთხე ადგილზე დამაჯერებლადაა და ევროპა ლიგის საგზური ჯიბეში აქვს. ახლა „არწივების“ მთავარი საზრუნავი იტალიის თასის ფინალია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

თუ „ლაციომ“ ფაქტობრივად მეოთხე ადგილი გაინაღდა, „ატალანტამ“ - მეხუთე. ჯამპიერო გასპერინის ბიჭები უდინეში ადგილობრივ გუნდს დაუზავდნენ და მდევარ „მილანს“ 5 ქულით გაასწრეს. „ატალანტასთვის“ ეს წარმატება ჩემპიონობის ტოლფასია...

„უდინეზე“ – „ატალანტა“ 1:1 (0:1)

უდინე, „დაჩია არენა“

მაყურებელი: 17 000

„უდინეზე“ (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი; ჰალფრედსონი, ბალიჩი (კუმსი 61), იანკტო; დე პაული, ძაპატა (ტერო 72), პერიკა (ევანდრო 76)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

„ატალანტა“ (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; რიამონდი (დ’ალესანდრო 46), კრისტანტე, გრასი, სპინაცოლა; კურტიჩი (ბასტონი 56); გომესი (მუნიე 62), პეტანია

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კრისტანტე (41), 1:1 პერიკა (53)

გაფრთხილება: ბალიჩი (34), ფელიპე (43), ჰალფრედსონი (82), დე პაული (88) - რაიმონდი (33), კურტიჩი (55), მაზიელო (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 7 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მარკო დი ბელო

„კიევო“ – „პალერმო“ 1:1 (0:0)

ვერონა, „ბენტეგოდი“

მაყურებელი: 13 000

„კეივო“ (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი (სანდრო 85), ფრეი; კასტრო, რადოვანოვიჩი, იცკო (ინგლეზე 46); ბასტიენი (დე გუზმანი 79); პელისიერი, ბირსა

მწვრთნელი: როლანდო მარანი

„პალერმო“ (3-5-1-1): ფულიგანტი; გონსალესი (ლო ფასო 86), გოლდანიგა, ანდელკოვიჩი; ჩიონეკი, იაიალო, გაცი (ბრუნო ენრიკე 54), ჩოჩევი, ალესამი; დიამანტი; სალაი (ტრაიკოვსკი 77)

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 1:0 პელისიერი (67, პენ), 1:1 გოლდანიგა (88)

გაფრთხილება: ცეზარი (67), გამბერინი (82), ბირსა (87) - იაიალო (21), გონსალესი (41), სალაი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 7 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო სერა

„ემპოლი“ – „ბოლონია“ 3:1 (2:1)

ემპოლი, „კარლო კასტელანი“

მაყურებელი: 9 000

„ემპოლი“ (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ვესელი 64), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; მაური (იაკუპოვიცი 88), დიუსე, კროჩე; ელ კადური; ტიამი (მაკარონე 75), პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

„ბოლონია“ (4-3-3): მირანტე; კრაფტი, მაიეტა, გასტალდელო (მაზინა 68), მბაიე; დონსა, პულგარი, ტაიდერი (პეტკოვიჩი 50); ვერდი, დესტრო, კრეიჩი (ოკვონკვო 74)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 კროჩე (5), 1:1 ვერდი (11), 2:1 პასკუალი (38), 3:1 კოსტა (46)

გაფრთხილება: პასკუალი (65) - კრეიჩი (16), გასტალდელო (43)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 5 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

„ჯენოა“ – „ინტერი“ 1:0 (0:0)

გენუა, „მარასი“

მაყურებელი: 21 000

„ჯენოა“ (3-4-2-1): ლამანა; ბირასკი, ბურდისო, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი (მუნიოსი 74), კატალდი, ველოზუ, ბეგეტო; რიგონი, პალადინო (კოფიე 89); სიმეონე (პანდევი 19)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი, ანდრეოლი, ნაგატომო (ბანეგა 82); გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა, ედერი (გაბრიელ ბარბოსა 72), პერიშიჩი; იკარდი (პალასიო 72)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 პანდევი (70)

გამოუყენებელი პენალტი: კანდრევა (87)

გაფრთხილება: ლაზოვიჩი (37), ბირასკი (61), ბურდისო (86) - ნაგატომო (53), მედელი (77)

გაძევება: კონდოგბია (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) - 8 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ანტონიო დამატო

„ლაციო“ – „სამპდორია“ 7:3 (5:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 35 000

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; უოლასი, დე ვრეი (პატრიკი 63), ჰუდტი; ფელიპე ანდერსონი, მილინკოვიჩ-სავიჩი (მურჯია 64), ბილია (ლომბარდი 68), ლულიჩი, ლუკაკუ; კეიტა, იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„სამპდორია“ (4-3-1-2): პუჯიონი; ბერეშჟინსკი (სალა 68), სილვესტრე, სკრინიარი, დოდო (პავლოვიჩი 46); ბარეტო, ტორეიტა, ლინეტი; ჯურიჩიჩი; კვალიარელა, შიკი (რეჯინი 20)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 კეიტა (7), 2:0 იმმობილე (19, პენ), 2:1 ლინეტი (32), 3:1 ჰუდტი (36), 4:1 ფელიპე ანდერსონი (38, პენ), 5:1 დე ვრეი (45), 6:1 ლულიჩი (65), 7:1 იმმობილე (70), 7:2 კვალიარელა (72), 7:3 კვალიარელა (90, პენ)

გაფრთხილება: კვალიარელა (78)

გაძევება: სკრინიარი (18)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (11) – 8 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

„პესკარა“ – „კროტონე“ 0:1 (0:0)

პესკარა, „ადრიატიკო“

მაყურებელი: 13 000

„პესკარა“ (4-3-3): ფიორილო; ძამპანო, ფორნასიერი, ბოვო, ბირაგი (ჩერი 82); ვერე, ბრუგმანი, მემუშაი (კულიბალი 67); ბენალი, ბაჰებეკი (მურიჩი 66), კაპრარი

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

„კროტონე“ (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი (აკოსტი 52), კაპეცი, ბარბერისი, ნალინი (სამპირისი 75); ნვანკვო (ტონევი 64), ტროტა

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლი: 0:1 ტონევი (72)

გაფრთხილება: კაპრარი (41), ბრუგმანი (62), ბენალი (76, 77), კულიბალი (84) - კაპეცი (55), ტონევი (72)

გაძევება: ბენალი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: კარმინე რუსო

„სასუოლო“ – „ფიორენტინა“ 2:2 (0:1)

რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“

მაყურებელი: 12 000

„სასუოლო“ (4-3-3): კონსილი; აჯაპონგი, კანავარო, აჩერბი, პელუზო; სენსი, აკვილანი (რიჩი 79), დანკანი; ბერარდი, მატრი (იმმობილე 71), რაგუზა (პოლიტანო 46)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„ფიორენტინა“ (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, სანჩესი; კიეზა (ტელო 62), ვესინო, ბადელი (ბერნარდესკი 16), ოლივერა; კრისტოფორო (ბაბაკარი 78), ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 კიეზა (37), 1:1 პოლიტანო (74, პენ), 2:1 იემელო (85), 2:2 ბერნარდესკი (90)

გაფრთხილება: რაგუზა (25), ბერარდი (29), აჯაპონგი (33), სენსი (83), რიჩი (90) - როდრიგესი (32, 72), კიეზა (39), ვესინო (48)

გაძევება: როდრიგესი (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 10 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

„მილანი“ – „რომა“ 1:4 (0:2)

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 39 000

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ძაპატა, პალეტა, ვანჯიონი (ოკამპოსი 69); პაშალიჩი, სოსა (გომესი 88), მატი ფერნანდესი (ბერტოლაჩი 46); სუსო, ლაპადულა, დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

„რომა“ (4-2-3-1): შჩესნი; ემერსონი, მანოლასი, ფაციო, ჟუან ჟესუსი; პარედესი, დე როსი; სალაჰი, ნაინგოლანი (გრენიე 71), პეროტი (ელ შაარავი 60); ჯეკო (ბრუნო პერესი 84)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ჯეკო (8), 0:2 ჯეკო (28), 1:2 პაშალიჩი (76), 1:3 ელ შაარავი (78), 1:4 დე როსი (87, პენ)

გაფრთხილება: ვანჯიონი (48), ლაპადულა (59), ბერტოლაჩი (63), ოკამპოსი (77) - მანოლასი (64)

გაძევება: პალეტა (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 21 (11) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო („რომა“) – 27 გოლი, ანდრეა ბელოტი („ტორინო“) – 25, გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“) – 24, დრის მერტენსი („ნაპოლი“) – 24, მაურო იკარდი („ინტერი“) – 24, ჩირო იმმობილე („ლაციო“) – 22.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.636966