ფეხბურთი

20:04 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსში გვილიამ გაიტანა (+VIDEO)

ბატე-მ ბელარუსის ჩემპიონატში სტუმრად 6:0 გაანადგურა მოზირის "სლავია". ერთი გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად. გვილიამ მინდორზე შესვლიდან რამდენიმე წუთში მიითვალა გოლი, რომელიც ამ სეზონში მისთვის პირველია.

"სლავიაში" ქართველმა მცველმა ოთარ ჯავაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ბოლოდან მესამეზეა, ბატე კი ჩვეულ პოზიციაზე - პირველ ადგილზე.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" სტუმრად 2:3 წააგო "შახტართან" და მესამე პოზიციაზეა. ლიპარტია 90 წუთი გაისარჯა. სხვათა შორის, ჯაბას ბოლო შეხვედრებში შეუცვლელად ათამაშებენ - ურიგოდ არც ამჯერად გამოიყურებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115889