ფეხბურთი

0:45 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკური მარცხი და ფანები სასამართლოს მოლოდინში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის აუტსაიდერ “ბასტიას” 33-ე ტურის მატჩში “ლიონთან” ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ამასთან, გუნდს უახლოესი სამი საშინაო შეხვედრის გამართვა ნეიტრალურ სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს და კორსიკელ ქომაგებს ამდენივე გასვლით თამაშზეც არ ექნებათ დასწრების უფლება.

ასეთი განაჩენი გამოუტანა “ბასტიას” საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 16 აპრილს მომხდარი ფაქტის გამო: “ბასტიას” ფანებმა “ლიონთან” მატჩის დაწყება ჯერ 50 წუთით შეაფერხეს, პირველი ტაიმის ბოლოს კი ისევ შეიჭრნენ მოედანზე და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც თამაში ჩაიშალა.

ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პოლიციამ არეულობის მომწყობი 10 ფანი დააკავა და მათ 15 მაისს სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა.

“ბასტია” ამ დროისთვის 31 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

თეგებიბასტია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100982