ფეხბურთი

18:48 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: "ჭიათურა" და "თელავი" ლიდერობენ

ეროვნულ ლიგა 3-ში, ორივე ჯგუფში ექვს-ექვსი ტური გაიმართა. "წითელ ჯგუფში" ლიდერია "ჭიათურა", რომელმაც 18 შესაძლებლიდან 15 ქულა მოაგროვა. ზემოიმერლებმა ის ერთი მატჩი მეორეადგილოსან ხონის "იმერეთთან" გასვლაზე 0:1 წააგეს, ხონელები კი, როგორც იცით, საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალში არიან გასულები.

ჭიათურელებმა გასულ ტურში "მარგვეთი2006"-ს 1:0 მოუგეს. მთლიანობაში, ამ ჯგუფში დაძაბული თამაშებია, 90 % მატჩებისა სწორედ ფრედ ან ერთბურთიანი სხვაობით სრულდება.

"თეთრ ჯგუფს" თელაველები ლიდერობენ. საინტერესო გამოდგა მატჩი "მარკ სტარსთან", რომელიც 3:3 დასრულდა. თელაველები ორჯერ იგებდნენ, სტუმრებმა ორჯერვე გაათანაბრეს და 87-ე წუთზე წინ გავიდნენ, მაგრამ ბოლოს კახელებმა გაათანაბრეს. ამ ლიგიდან ასევე გამორჩეული გუნდები არიან "შევარდენი1906" და "ნორჩი დინამო" - ისინი თასის მეოთხედფინალში არიან გასულები.

აქვე, გასული ტურის მატჩები და ცხრილები.

წითელი ჯგუფი

სქური (წალენჯიხა) - ბეთლემი (ქედა) 2:2

ოდიში1919 (ზუგდიდი) - სამეგრელო (ჩხოროწყუ) 0:1

ჭიათურა - მარგვეთი2006 (ზესტაფონი) 1:0

იმერეთი (ხონი) - საპოვნელა (თერჯოლა) 0:0

კოლხეთი (ხობი) - სულორი (ვანი) 0:2

თეთრი ჯგუფი

გარდაბანი - ფკ გორი 0:0

ჩხერიმელა (ხარაგაული) - ლიახვი (ცხინვალი) 1:1

თელავი - მარკ სტარსი (თბილისი) 3:3

შევარდენი (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) 2:0

ბორჯომი - ნორჩი დინამო (თბილისი) 2:1

ორ წრედ (18 ტური) თამაშის შემდეგ, 5-5 საუკეთესო გადავა მეორე ეტაპზე და მათ გადაჰყვებათ იმ ოთხ გუნდთან დაგროვებული ქულები, რომლებიც მათთან ერთად მოხვდნენ ხუთეულში.

მეორე ეტაპზე გუნდები ორ-ორჯერ შეხვდებიან მხოლოდ მეორე ჯგუფიდან გადმოსულ ხუთ გუნდს. ანუ, მეორე ეტაპზე 10 ტური გაიმართება.

შემდეგ ერთი საუკეთესო პირდაპირ გადავა ეროვნულ ლიგა 2-ში, მეორე და მესამეადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ ეროვნული ლიგის ბოლოდან მეორეზე და მესამეზე გასულ გუნდებთან. ანუ, გადასვლის პრინციპი იგივეა, როგორც ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგა 1-ში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119848