ფეხბურთი

20:40 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჰეთ-თრიქოსნები

მადრიდის “ატლეტიკოს” კარში კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ლიონელ მესის გაუთანაბრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიელი გახდა ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ერთ მატჩში ორზე მეტი გოლი გაიტანა. მანამდე იგივე მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (1998 წელს), ივიცა ოლიჩს (2010 წელს) და რობერტ ლევანდოვსკის (2013 წელს) მოეხერხებინათ.

აღნიშნულ სტატიაში კი, უეფას ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) საუკეთესო ჰეთ-თრიქოსნებს წარმოგიდგენთ. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ ნუსხაში არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი ერთხელ შეასრულეს.

რობერტ ლევანდოვსკი – 2

პოლონელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი ორჯერ შეასრულა და ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ლევანდოვსკიმ “დორტმუნდი” “რეალის” მატჩში 2013 წელს პოკერი გაიფორმა, ხოლო 2015-2016 წლების სეზონში უკვე “ბაიერნის” ფეხბურთელის რანგში სამი გოლი ზაგრების “დინამოს” გაუტანა.

რუუდ ვან ნისტელროი – 2

ჰოლანდიელმა ფორვარდმა პირველი ჰეთ-თრიქი 1998-1999 წლების სეზონში შეასრულა, როდესაც ჯერ კიდევ პსვ ეინდჰოვენისთვის ირჯებოდა. მაშინ მან ჰელსინკის “ჰიკს” გაუტანა სამი გოლი საკვალიფიკაციო ეტაპზე. მეორედ კი, იგივე 2004-2005 წლებში პრაღის “სპარტასთან” გააკეთა უკვე “მანჩესტერის” შემადგენლობაში.

რობერტო სოლდადო – 2

ესპანელმა ჰეთ-თრიქები მიჯრით ორ სეზონში შეასრულა. ჯერ 2011-2012 წლების სეზონში “გენკთან” 7:0 მოგებულ მატჩში, მერე კი მომდევნო სეზონში “ბატეს” წინააღმდეგ (3:0). ორივე შემთხვევაში სოლდადო “ვალენსიას” ფეხბურთელი იყო.

ანდრეი შევჩენკო – 2

უკრაინელმა კიევის “დინამოს” და “ბარსელონას” შეხვედრაში გამოიჩინა ჰეთ-თრიქით თავი (4:0) 1997 წელს, ხოლო მეორედ იგივე 2004 წელს “მილანისა” და “ფენერბაჰჩეს” მატჩისას გააკეთა (4:0).

მარკო სიმონე – 2

მარკო სიმონემ პირველი ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე 1996-1997 წლების სეზონში გაახერხა, როდესაც “მილანის” მაისურით “რუსენბორგს” გაუტანა სამჯერ (4:1), ხოლო მორედ “მონაკოს” ღირსებას იცავდა და ამჯერად გრაცის “შტურმი” დაიბრიყვა (5:0) 2000-2001 წლების სეზონში.

მაიკლ ოუენი – 2

ლეგენდარულმა ინგლისელმა პირველად ჰეთ-თრიქი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 2002-2003 წლების სეზონში სეასრულა, როცა მოსკოვის “სპარტაკის” კარი აიღო სამგზის. მეორედ იგივე რამ უკვე “მანჩესტერის” რიგებში მოახერხა – 2008-2009 წლების სეზონში “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ (3:1).

როი მაკაი – 2

საინტერესოა, რომ ჰოლანდიელმა პირველი ჰეთ-თრიქი “ბაიერნის” კარში შეასრულა, როდესაც “დეპორტივომ” გერმანული გიგანტი 3:2 დაამარცხა 2002-2003 წლების სეზონში, ხოლო მეორედ უკვე 2003-2004 წლებში “ბაიერნის” მაისურით “აიაქსის” წინააღმდეგ (4:0).

სამუელ ეტო’ო – 2

კამერუნელმა 2005-2006 წლებში “ბარსელონას” მაისურით ათენის “პანათინაიკოსი” დაამწუხრა სამჯერ (5:0), ხოლო 2010-2011 წლების სეზონში უკვე “ინტერის” ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი “ვერდერის” კარში გაიფორმა (4:0).

დიდიე დროგბა – 2

დიდიემ 2003-2004 წლებში “მარსელის” შემადგენლობაში ბელგრადის “პარტიზანი” (3:0) დაამწუხრა სამგზის, ხოლო მეორედ 2006-2007 წლების სეზონში “ჩელსისა” და სოფიის “ლევსკის” შეხვედრაში შეძლო იმავეს გაკეთება (3:1).

ენდი კოული – 2

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ჯერ 1997-1998 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე “ფეიენოორდთან” გაილაღა სამი გოლით (3:1), ხოლო მეორედ 2000-2001 წლებში “ანდერლეხტთან” (5:1).

ქარიმ ბენზემა – 2

ფრანგმა პირველი ჰეთ-თრიქი 2010-2011 წლებში “ოსერთან” გაახერხა (4:0), ხოლო მეორედ შვედურ “მალმესთან” (8:0).

სერხიო აგუერო – 2

სერხიო აგუერომ პირველი ჰეთ-თრიქი 2014-2015 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” შეასრულა (3:2), ხოლო მეორე მიმდინარე სეზონში, ასევე გერმანულ გუნდთან – “გლადბახის” კარი მან სამჯერ აიღო (4:0).

ადრიანო – 2

ბრაზილიელმა 2004-2005 წლების სეზონში “პორტუ” დაამწუხრა სამჯერ (3:1), ხოლო მომდევნო სეზონში იგივე რამ “არტმედიას” დამართა (4:0).

ლუის ადრიანო – 3

“შახტარის” რიგებში ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქი ლიგაზე სმაჯერ შეასრულა – 2012-2013 წლების სეზონში “ნორდშიელანდთან” (5:2), ხოლო 2014-2015 წლების სეზონში ბორისოვის “ბატესთან” ორჯერ (7:0 და 5:0).

ფილიპო ინძაგი – 3

ფილიპო ინძაგის ანგარიშზეც სამი ჰეთ-თრიქია – 1997-1998 წლების სეზონში “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კიევის “დინამოსთან” გაიბრწყინა (4:1). ასევე “იუვეს” რიგებში მოახერხა მეორედ იგივე რაღაცის გაკეთება: 2000-2001 წლების სეზონში “ჰამბურგთან” (4:4). ბოლო ჰეთ-თრიქი კი, უკვე “მილანის” რიგებში გაახერხა 2002-2003 წლების სეზონში ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” (4:0).

მარიო გომესი – 3

მარიო გომესმა პირველად სამი გოლი 2010-2011 წლების სეზონში “კლუჟთან” შეასრულა (4:0). იგივე გააკეთა 2011-2012 წლებში “ნაპოლისთან” (3:2) და “ბაზელთან” (7:0).

კრიშტიანუ რონალდუ – 7

პროტუგალიელი როგორც იცით, გუშინ ლიონელ მესის გაუტოლდა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული ბოლო ორი სეზონი გამოდგა, რადგან შვიდიდან ხუთი ჰეთ-თრიქი სწორედ ამ პერიოდში გაიფორმა. რონალდუს ჰეთ-თრიქები შემდეგი გუნდების წინააღმდეგ აქვს შესრულებული:

2012-2013: “აიაქსი” (4:1)

2013-2014: “გალათასარაი” (6:1)

2015-2016: “შახტარი” (4:0)

2015-2016: “მალმე” (8:0 ოთხი გოლი)

2015-2016: “ვოლფსბურგი” (3:0)

2016-2017: “ბაიერნი” (4:2)

2016-2017: “ატლეტიკო” (3:0)

ლიონელ მესი – 7

შვიდი ჰეთ-თრიქია არგენტინელის ანგარიშზეც და აქედან ორი მიმდინაზე სეზონზე მოდის. მესიმ სამი და მეტი გოლი შემდეგ გუნდებს გაუტანა:

2009-2010: “არსენალი” (4:1 ოთხი)

2011-2012: “პლზენი” (4:0)

2011-2012: “ლევერკუზენი” 7:1 (ხუთი გოლი)

2013-2014: “აიაქსი” (3:0)

2014-2015: “აპოელი” (4:0)

2016-2017: “სელტიკი” (7:0)

2016-2017: “მანჩესტერ სიტი” (4:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11528