ფეხბურთი

16:18 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ამ წარმატებაში მერაბ ჟორდანიას წვლილიცაა"

არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას დამსახურებას გაუსვა ხაზი.

"ჟორდანია 2010 წელს დიდი ამბიციებით მოვიდა კლუბში. მან განაცხადა, რომ "ვიტესს" შეეძლო ტიტულების მოპოვება. რა თქმა უნდა, თასის აღებაში მისი წვლილიცაა. ჟორდანია პატივისცემას იმსახურებს".

მერაბ ჟორდანია 2010 წლის ზაფხულში მივიდა "ვიტესში" და სწორედ იმ ზაფხულს, გუნდში გადავიდა გურამ კაშია. ეს ტრანსფერი კი გოგა გახოკიძისა და გიორგი ქინქლაძის დიდი დამსახურებაც იყო.

კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი - გუნდს ყველაზე დიდხანს გურამი შემორჩა და ყველამ იცის, რომ ის "ვიტესის" ნამდვილი ლიდერია.

დაპირება დაპირებაა

კაშიამ "ალკმაართან" თასის ფინალამდე (2:0) განაცხადა, რომ თუ თასს მოიგებდა, თმას ყვითლად შეიღებავდა. ჯერჯერობით, ქართველმა მცველმა პარიკი მოირგო.

"შევიღებავ. არ ინერვიულოთ, საკმაო დრო გაქვთ, რათა ჩემს თმებზე გაიცინოთ. დაპირება დაპირებაა".

0.119036