კალათბურთი

10:00 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ადვილი გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXXI ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ჟუვენტუტი“ 81:45 გაანადგურა. ბასკების სასტარტო ხუთეულში საქართველოს ნაკრების ლიდერი არ ყოფილა.

საბოლოოდ თორნიკემ 16:46 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი გაახერხა. შენგელიამ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო ააცილა, ხოლო სამქულიანი ნიშნულიდან ბედი არ უცდია. ჩვენებურს მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 ჰქონდა და ამ მხრივ თანაგუნდელებში მხოლოდ ადამ ჰანგას ჩამორჩა.

„ბასკონიას“ 28 თამაშში 20 მოგება და 8 წაგება აქვს. ამ შედეგით ბასკური გუნდი მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 4 მაისს, „ტენერიფესთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120232