ფეხბურთი

23:25 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ამ გამარჯვებით ქართველი ხალხი ამაყობს"

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასი აღმართა - შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენებურმა ადგილობრივ მედიას კომენტარი მისცა, რომელშიც ქართველი ხალხი ახსენა.

„საქართველოს დროშა იმოტომ მაქვს, რომ ამ გამარჯვებით ჩემი ქვეყნის ხალხი ამაყობს. რაც შეეხება თამაშს, თავიდან ცუდად დავიწყეთ, რადგან ზეწოლა ძალიან დიდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში სწორად ვითამაშეთ“, - უთხრა კაშიამ Fox Sports-ს.

გურამ კაშიამ „ვიტესში“ თამაშის 7-წლიან პერიოდში პირველი ტიტული მოიპოვა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქამდე „ვიტესსაც“ არაფერი ჰქონდა მოგებული.

0.567356