ფეხბურთი

22:55 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალი ისევ გოლების იშტაზეა

დასრულდა ეროვნული ლიგა2-ის მეცხრე ტურის კიდევ ორი მატჩი. ბოლნისის "სიონმა" სტუმრად 4:2 აჯობა წყალტუბოს "სამგურალს" და კვლავაც საუკეთესო იყო ჯაბა დვალი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

დვალს 10 გოლი აქვს აქტივში და ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა. 9 ბურთი აქვს გატანილი "რუსთავის" შემტევ დათა სიჭინავას.

კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი "სიონი" მესამე ადგილზეა, წყალტუბოელები კი მეექვსეზე არიან. "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად 0:0 ითამაშა ლანჩხუთის "გურიასთან" და ცხრილის შუაშია.

სამგურალი (წყალტუბო) - სიონი (ბოლნისი) 2:4

გოლები: 0:1 დვალი (10), 1:1 ლაღაძე (36), 1:2 დვალი (63), 1:3 კოშკაძე (73), 2:3 ჩხეტიანი (82 პემ), 2:4 დვალი (88)

გურია (ლანჩხუთი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0

გუშინდელი მატჩები, რომლებზეც უკვე ვწერდით:

რუსთავი - მეშახტე 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვასაძე (8), 2:0 გოგინაშვილი (22), 3:0 გოგინაშვილი (54), 4:0 სიჭინავა (68), 5:0 ჩიმაკაძე (81)

გაგრა - ცხინვალი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ხინთიბიძე (38)

ზუგდიდი - მერანი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ტრეტიაკი (51), 0:2 ბარაბაძე (68), 1:2 ფარჯიკია (85)

გაძევება; ჟვანია (76, ზუგდიდი)

0.112616