კალათბურთი

12:18 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძემ სლოვენიური სეზონი ბომბარდირის ამპლუაში დაასრულა

დუდა სანაძის „პრიმორსკამ“ სლოვენიის ჩემპიონატის სეზონი დაასრულა. კოპერულმა გუნდმა, რომელიც ლიგაში დასარჩნად იბრძოდა, 6 გუნდს შორის პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ბოლო ტურის მატჩში „პრიმორსკამ“ „ტაიფუნი“ 74:63 დაამარცხა. ამ მატჩში ქართველ უკანახაზელს არ უთამაშია. სანაძემ სეზონი ბომბარდირის ამპლუაში დაასრულა. ქართველი ფორვარდი სლოვენიის უმაღლეს ლიგაში საშუალოდ 17.3 ქულას აგდებდა.

„პრიმორსკასთან“ ერთად სლოვენიის უმაღლეს ლიგაში ადგილი „ტაიფუნმა“ და „სენჩურმა“ შეინარჩუნეს. ლიგა კი „პოდჩტრტეკმა“, „კასტინგსმა“ და „პორტოროჟმა“ დატოვეს. პლეი ოფს რაც შეეხება, სლოვენიის ჩემპიონობისთვის "კრკა", "როგასკა სლატინა", "ოლიმპია" და "ზლატოროგი" იბრძვიან.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113776