ფეხბურთი

12:41 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" 60-წლიანი ტრადიცია დაარღვია

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის "ატლეტიკომ" მინიმუმ 20 წუთში 3 გოლის გატანა მოახერხა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ლა ლიგის 35-ე ტურში "ლას პალმასი" 5:0 დაამარცხეს, ხოლო უკვე მე-8 წუთზე 3:0-ს იგებდნენ. 1957 წელს "როხიბლანკოსმა" სწრაფი 3 გოლი "კონდალს" გაუტანა.

"ატლეტიკო" ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზე 71 ქულით იმყოფება და უკვე თეორიული შანსიც აღარ აქვს "რეალს" ან "ბარსელონას" დაეწიოს. მადრიდელებს მესამე ადგილსა და ჩემპიონთა ლიგის პირდაპირ საგზურზე კონკურენციას "სევილია" უწევს, რომელსაც 35-ე ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს და "როხიბლანკოსს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107598