ისტორია

10:11 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

30 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1959 - დაიბადა ნიკოლოზ დერიუგინი. თბილისის “დინამოს,” “თბილისის,” “ვითას,” უნგრეთის მაფც-ის, სლოვაკეთის “სლოვაკო ფარმას” მეფარე (206 სმ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982). ევროპის ჩემპიონი (1981). 1977 და 1979 წლებში ფლობდა საკონტინენტთაშორისო თასს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1977). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ნიკოლოზ დერიუგინი ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902 - ნორვეგიის საფეხბურთო კლუბებმა “გრანე ნორდსტრანდმა”, “ლინმა” და “სპრინგმა” ამ სკანდინავური ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია დააფუძნეს. ნორვეგიული ფეხბურთის პირველი წარმატებული საერთაშორისო გამოსვლა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა, როდესაც ვიკინგთა შთამომავლების საფეხბურთო ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ქალ ფეხბურთელთა შორის ნორვეგია 2000 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 1995-ში მსოფლიო პირველობა მოიგო, 1987 და 1993 წლებში კი კონტინენტის ჩემპიონობა არავის დაუთმო.

1922 - პოლონეთის ქალაქ გროძისკ-ველიკოპოლსკიში საფეხბურთო კლუბი “გროცლინი” დაარსდა. 2003 და 2005 წლებში გუნდმა პოლონეთის პირველობის ვერცხლის მედლები მოიპოვა, 2005 და 2007 წლებში კი – ქვეყნის თასი. “გროცლინი” 2007-ში პოლონეთის ლიგის თასის მფლობელიც გახდა.

1933 - ჯონ დაუნინგმა “დარლინგტონის” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარებისას (“კარლაილის” წინააღმდეგ) ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა.

1971 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “მილუოკი ბაქზმა” “ბალტიმორ ბულიტსი” დაამარცხა და NBA-ს რიგით ოცდამეხუთე ჩემპიონი გახდა.

1976 - სუპერმძიმეწონოსან მოკრივეთა შორის მუჰამედ ალიმ 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში ჯიმი იანგი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991 - დაარსდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია. 1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია.

1992 - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სპორტული პრესის საერთაშორისოასოციაციაში(AIPS) გაწევრიანდა 1992 წლის 30 აპრილს.

1997 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ლონდონში “უემბლიზე” შედგა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის გუნდთან 0:2 წააგო.

2003 - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე რუსეთის გუნდს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. თამაშს 11 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე, კვირკველია (დიდავა, 15) ცქიტიშვილი, ნემსაძე, ბურდული (შაშიაშვილი, 80), ასათიანი, დემეტრაძე, აშვეთია (ალექსიძე, 84). საქართველოს ნაკრებს ივო შუშაკი წვრთნიდა.

2005 - ინგლისური პრემიერლიგისა და გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონობა, შესაბამისად, ლონდონურმა “ჩელსიმ” და მიუნხენის “ბაიერნმა” გაინაღდეს.

2006 - იტალიაში აგორდა ქვეყნის ფეხბურთის ისტორიის ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალი, რასაც სხვადასხვა სახის მკაცრი დისციპლინარული სანქცია მოჰყვა. ყველაზე მეტად ტურინის “იუვენტუსი” დაზარალდა. გუნდს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მოპოვებული სკუდეტო ჩამოართვეს, სერია B-ში დააქვეითეს და თანაც ახალი სეზონის წინ ქულებიც დააკლეს.

2008 - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პრემიერლიგური “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” ითამაშებდნენ, ინგლისელებმა ევროპის საკლუბო რეიტინგში პირველ ადგოლზე გადაინაცვლეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1918 - დონალდ მაკნილი (აშშ). ჩოგბურთში 1940 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული.

1927 - ლარს ჰოლი. ათჭიდში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1946 - დონალდ შოლანდერი. 100 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1964 წლის ოლიმპიადაზე მოგებული აქვს ოქროს ოთხი მედალი (ერთეულები, ესტაფეტა).

1957 - ვლადიმერ გურგენიძე. სპორტულ აკრობატიკაში 1975 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ადრეულ ასაკში სამწვრთნელო მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ქართველთაგან ყველაზე ახალგაზრდა, 22 წლის გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. 1975-92 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 1978-90 წლებში კი, საკავშირო ნაკრებს ედგა სათავეში. ვლადიმერ გურგენიძეს აღზრდილი ჰყავს მსოფლიოსა და ევროპის მრავალი ჩემპიონი.

1959 - ნიკოლოზ დერიუგინი. თბილისის “დინამოს,” “თბილისის,” “ვითას,” უნგრეთის მაფც-ის, სლოვაკეთის “სლოვაკო ფარმას” მეფარე (206 სმ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982). ევროპის ჩემპიონი (1981). 1977 და 1979 წლებში ფლობდა საკონტინენტთაშორისო თასს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1977). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ნიკოლოზ დერიუგინი ღირსების ორდენის კავალერია.

1961 - აიზია ტომასი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. “დეტროიტ პისტონზში” ასპარეზობისას 1989 და 1990 წლებში გახდა NBA-ს ჩემპიონი. 1990 წელს, ფლეიოფის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. “ოლ სტარის” 12 მატჩის მონაწილე.

1961 - ფრანკ ვან დერ ელსტი. 1980-90-იან წლებში ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი. “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩაატარა 86 მატჩი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ერიკ გერეტსს ჩამორჩება. 1990 და 1996 წლებში დაასახელეს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სამ ჩემპიონატში. ბელგიის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელი.

1963 - გლენ ჰოჯსი. უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1965 - კატალინო რივაროლა. 1980-90-იან წლებში პარაგვაის ნაკრების მცველი. ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბრაზილიის “გრემიოსა” და “პალმეირასში”. ამ კლუბებში ასპარეზობისას ორჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი.

1971 - მეტ მარტინი. “ტორონტო მეიფლ ლივზის” მცველი. ამერიკის ჰოკეისტთა ნაკრების რიგებში იასპარეზა 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე.

1978 - სიმონე ბარონე. იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “პარმას” ფეხბურთელი.

1981 - ჯონ ო’ში. ირლანდიის ეროვნული ნაკრების, “უოტერფორდის,” “ანტვერპენისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. ინგლისის ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი. 2008 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული.

1983 - იუნ მი ჟინი. სამხრეთკორეელი სპორტსმენი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში.

ამ დღეს გარდაიცვალა

2012 - 100 მეტრზე ბრასით ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონი, 27 წლის ნორვეგიელი ალექსანდრ დალე ოენი. სიკვდილის მიზეზი - გულის შეტევა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116253