ჭადრაკი

23:44 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო დიდოსტატის, უდროოდ გარდაცვლილი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის ვუგარ გაშიმოვის სახელობის მემორიალი, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

უაღრესად დაძაბული გამოდგა ბოლოსწინა მერვე ტური. ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ შახრიარ მამედიაროვს, რომელიც ერთ - ერთ აუტსაიდერ რადოსლავ ვოიტაშეკს ხვდებოდა პირველი ადგილის ვადაზე ადრე დასაკავებლად ყაიმიც ჰყოფნიდა, მაგრამ დამარცხდა და მთავარი პრიზის მოპოვება სათუოდ გაიხადა. ბოლო ტურში იგი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ვესელინ ტოპალოვს ხდება და წაგების შემთხვევაში პირველ ადგილს დაემშვიდობება.

მსოფლიო რეიტინგის ნომერ მეორე მოჭადრაკე უესლი სოს, ერთ-ერთი აუტსაიდერის თეიმურ რაჯაბოვის დამარცხების შემთხვევაში შეეძლო მამედიაროვს დასწეოდა, მაგრამ მხოლოდ ყაიმს დასჯერდა და ისევ მდევრის როლში დარჩა.ლიდერთან წამოწევის შანსი ვერც ტოპალოვმა გამოიყენა, რომელმაც აუტსაიდერ პენტალა ჰარიკრიშნასთან ყაიმი გააკეთა.

მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

რადოსლავ ვოიტაშეკი(პოლონეთი)-შახრიარ მამედიაროვი(აზერბაიჯანი) 1:0

ვლადიმერ კრამნიკი( რუსეთი) - მაიკლ ადამსი (ინგლისი) 1:0

ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი)-პენტალა ჰარიკრიშნა(ინდოეთი)0.5:0.5

უესლო სო (აშშ) - თეიმურ რაჯაბოვი(აზერბაიჯანი) 0.5:0,5

სერგეი კარიაკინი(რუსეთი) - პაველ ელიანოვი(უკრაინა) 1:0

სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ:

1.მამედიაროვი 5.0 ქულა

2-3.ტოპალოვი, სო 4.5-4.5

4-7.ვოიტაშეკი, კარიაკინი, ადამსი, კრამნიკი 4.0-4.0

8-9.ელიანოვი, რაჯაბოვი 3.5- 3.5

10.ჰარიკრიშნა 3.0

მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ელიანოვო - კრამნკი

რაჯაბოვი - კარიაკინი

ჰარიკრიშნა - სო

მამედიაროვი -ტოპალოვი

ადამსი ვოიტაშეკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112933