ფეხბურთი

22:50 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" აუტსაიდერი არ დაინდო

"საბურთალომ" 5:0 მოუგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც ბოლო ადგილზეა და პირველი წრე მოგების გარეშე დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კი 15 ქულა გაუხდა და ცხრილის ზედა ნაწილშია.

გოგი ფიფიამ ვაგნერ გონსალვეში გაიყვანა მეკარესთან პირისპირ. ილია სტურუამ ბურთი მოიგერია, მაგრამ ლაშა შინდაგორიძემ ზუსტად დაამატა - 1:0.

ვაგნერის ჩაწოდება და გაგი მარგველაშვილის თავური - 2:0.

საჯარიმო დარტყმა, ვაგნერმა ცოცხალ კედელს გადაატარა ბურთი. მშვენიერი შესრულება იყო - 3:0.

გიორგი კოხრეიძემ ბრწყინვალედ იმოქმედა, ოთხ მეტოქეს აუარა გვერდი, საბოლოოდ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიუვიდა სანდრო ალთუნაშვილს და ზუსტად დარტყა - 4:0.

ვაგნერმა კიდევ ერთ გოლში დაიდო წვლილი. ნიკოლოზ მალის გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში კარგად იმოქმედა და ახლოდან დარტყმით 5:0 გახადა ანგარიში.

საბურთალო - შუქურა 5:0 (1:0)

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (ცნობილაძე 77), მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა, არზიანი (კოხრეიძე 63), ფიფია (ალთუნაშვილი 58), ვაგნერი, გვარაძე, შინდაგორიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

შუქურა: სტურუა, ჩაჩუა, დაგარგულია (შალამბერიძე 66), მახარაძე, კლეცკოვი, ჭეჭელაშვილი, საბაძე (რუდნიცკი 62), ჟეფინიო, კლიმიაშვილი, მამულაშვილი, ართმელაძე (ჭანუყვაძე 83)

მწვრთნელი: ირაკლი ბალაძე

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (27), 2:0 მარგველაშვილი (52), 3:0 ვაგნერი (77), 4:0 ალთუნაშვილი (88), 5:0 მალი (90)

გაფრთხილება: ჯეფინიო, ჩაჩუა, შალამბერიძე

მსაჯი: სანოძე

ტურის სხვა მატჩების განრიგი:

30 აპრილი

13:30. ქობულეთი. ჩელე არენა. კოლხეთი - დინამო ბთ

15:30. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. დილა - სამტრედია

17:30. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო - დინამო თბ

როგორც იცით, დღეს ტურის ერთი მატჩი ადრეც გაიმართა და ასევე 5:0 დასრულდა."ლოკომოტივმა" საჩხერის "ჩიხურას" აჯობა.

1. ლოკომოტივი 9 5 3 1 23 7 +16 18 დბთ
2. დინამო თბ 8 6 0 2 14 4 +10 18 ტორ
3. საბურთალო 9 5 0 4 13 10 +3 15 ტორ
4. ტორპედო 8 4 3 1 12 7 +5 15 დთბ
5. ჩიხურა 9 4 1 4 11 13 -2 13 დილ
6. სამტრედია 8 3 2 3 6 8 -2 11 დილ
7. დინამო ბთ 8 3 0 5 6 9 -3 9 კოლ
8. დილა 8 1 5 2 7 8 -1 8 სამ
9. კოლხეთი 1913 8 2 1 5 11 16 -5 7 დბთ
10. შუქურა 9 0 3 6 5 26 -21 3 სამ

0.124132