კალათბურთი

21:42 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის პლეი-ოფი იწყება (განრიგი)

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი იწყება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოვლინდა 4 ნახევარფინალისტი, რომლებიც ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ, ხოლო ქვედა ოთხეული სუპერლიგაში დარჩენისთვის დამატებით 2 წრეს ითამაშებს და ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი „ა“ ლიგაში გავარდება.

პლეი ოფის მატჩები 4 მაისიდან დაიწყება. „დინამო“ „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „ქუთაისი“ „კაკტუსს“ დაუპირისპირდება. ნახევარფინალური (ასევე ფინალურიც) სერიები 3 მოგებამდე გაგრძელდება. მოედნის უპირატესობა „დინამოს“ და „ ქუთაისს“ ექნებათ.

www.superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113846