საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფი და პლეი-აუტი 3 მაისს დაიწყება. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც სამ მოგებამდე გაგრძელდება ერთმანეთს ,,დინამ ო’’-,,რუსთავი’’ და ,,ქუთაისი’’ - ,,კაკტუსი’’ შეხვდებიან.
რაც შეეხება პლეი აუტში მოასპარეზე ,,სოხუმს’’, ,,მგზავრებს’’, ,,ოლიმპსა’’ და ,,ბათუმს’’ ეს გუნდები სუპერლიგაში დარჩენისათვის 2 წრედ იასპარეზებენ. გუნდებს რეგულარულ ჩემპიონატში დაგროვილი ქულები თან გადაჰყვებათ.
პლეი-ოფისა და პლეი-აუტის მატჩების განრიგს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.