კალათბურთი

15:58 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტო” და “სან ანტონიო” 1/4-ფინალში გავიდნენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ” “მილუოკის” 92:89 აჯობა და სერია 4:2 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ კანადელები 13 ქულით იგებდნენ. ვისკონსინელებმა ამ სხვაობის ბოლომდე აღმოფხვრა ვერ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი, 34 ქულა “მილუოკის” ბერძენი ფორვარდის, იანის ადეტოკუმბოს ანგარიშზეა. “ტორონტოში” 32 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა. 1/4-ფინალში “ტორონტო” “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდება.

“მემფისი” შინ “სან ანტონიოსთან” 96:103 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის ბოლო 4 წუთი აღმოჩნდა. ეს მონაკვთი “სან ანტონიომ” 14:6 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი, 29 ქულა კავაი ლეონარდმა დააგროვა. ტონი პარკერს 27 ქულა ჰქონდა. “მემფისში” მაიკლ კონლი 26 ქულით გამოირჩა. 1/4-ფინალში ტეხასურ დერბიში “სან ანტონიო” “ჰიუსტონს” შეხვდება. პირველი შეხვედრა სან ანტონიოში 2 მაისს თბილისის დროით 05:30 საათზეა ჩანიშნული.

“მილუოკი” – “ტორონტო” 89:92 (24:28, 14:23, 23:23, 28:18)

“მემფისი” – “სან ანტონიო” 96:103 :(22:24, 28:21, 24:30, 22:28)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117329